• წიგნები
როგორ გავხდი Girlboss
ავტორები: სოფია ამორუზო
გვერდების რაოდენობა: 274
ფასი: 15.95 l
ანოტაცია:

სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინმაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა. #GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად. წიგნი მალევე გახდა New York Times-ის ბესტსელერი, Washington Post-მა კი მას „ორდინარულიდან გადახვევა“ უწოდა. „თუ ეშმაკს არ მიჰყიდი სულს, თითქმის შეუძლებელია, რომ წარმატებას მიაღწიო ისეთი რამის კეთებისას, რაც გძულს“. ამიტომ ის საქმე უნდა იპოვო, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს. #GIRLBOSS-ი სწორედ ამის მტკიცებულებაა.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->