• წიგნები
ყველაფერი ტრა*შია
ავტორები: მარკ მენსონი
გვერდების რაოდენობა: 336
ფასი: 16.95 l
ანოტაცია:

ათწლეულების განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ ბედნიერი და მდიდრული ცხოვრების საწინდარი პოზიტიური აზროვნებაა.” გავკარი პოზიტიურ განწყობას, მძღნერში ვსხედვართ და დროა ამ აზრს შევეგუოთ“, - ამბობს მარკ მენსონი. თავის პოპულარულ ბლოგპოსტებში ის ყოველგვარი შელამაზებისა თუ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს მწარე და გამომაფხიზლებელ სიმართლეს, რომელიც ასე აკლია დღევანდელ სამყაროს. წიგნი” ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო. ავტორი მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით და, ცოტა არ იყოს, უხამსი იუმორით ასაბუთებს, რომ ცხოვრების გასაუმჯობესებლად ლიმონათის კეთება კი არა, მჟავე ლიმონის მონელება უნდა შეგვეძლოს. ადამიანები ნაკლოვანებებით აღსავსე, შეზღუდული არსებები ვართ,” ყველა გამორჩეული ვერ იქნება _ საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებენ გამარჯვებულებიც და ხელმოცარულებიც“. მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ დეფექტებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->