• სტატიები მარკეტინგი
როგორ შემატოთ თქვენს ბრენდს „ადამიანურობა“

მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. მომხმარებელთა უმეტესობა არ ენდობა ბრენდებს. ისინი კომპანიებს აღიქვამენ როგორც მტერს, რომელსაც უბრალოდ სურს შთაგვაგონოს, რა გვჭირდება. ასე, რომ თუ გსურთ მომხმარებლების გული მოიგოთ, ნდობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

PwC- Global Consumer Insights Survey 2018-ის მიხედვით, ყოველი 3 გამოკითხულიდან, ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ მისთვის ბრენდის მიმართ ნდობა, ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას აქტუალურ ტოპ 3 ფაქტორს შორისაა. ალბათ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ამ ნდობის დამსახურება? ერთ-ერთი გზა, რომელსაც გთავაზობთ მომხმარებლისთვის თქვენი ბრენდის „ადამიანური“ მხარის ჩვენებაა. ეს დაგეხმარებათ დაამყაროთ ღირებული ურთიერთობა თქვენს აუდიტორიასთან და გააუმჯობესოთ თქვენი შედეგები მომხმარებლების შენარჩუნების კუთხით. გთავაზობთ 5 რჩევას, რაც ამ პროცესში დაგეხმარებათ:

 

 

1. ჩართეთ იუმორი

იუმორის ჩართვა კომუნიკაციაში ერთ-ერთი მარტივი და ეფექტიანი გზაა. Turku PET Centre-ს, Aalto-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მიხედვით, სიცილი ტვინში ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს და სოციალურად აკავშირებ ადამიანებს. ასე, რომ თუკი ის ადამიანების ურთიერთობებს უწყობს ხელს, ასეთივე შედეგების მოცემა ბრენდებთან მიმართებაშიც შეიძლება.

თუკი თავად არ გამოირჩევით იუმორის გრძნობით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პოპულარული კონტენტი, რომელიც უკვე არსებობს, ან მოერგოთ სხვადასხვა გარე ტრენდებს. მაგალითად მედია გიგანტი ნეტფლიქსი (სურათის წყარო: Search Engine Journal ხშირად იყენებს სასაცილო მომენტებს თავისი შოუებიდან.

შენი ბიზნესის იუმორნარევი მხარის ჩვენებით შეძლებ, მომხმარებელს აჩვენო, რომ შენი საქმიანობა მხოლოდ გაყიდვებზე გათვლილი აქტივობები არ არის, არამედ შენ ეს სიამოვნებასაც გგვრის.

 

2. მოაქციეთ თქვენი გუნდის წევრები ყურადღების ცენტრში

თქვენი მომხმარებლისთვის კომპანიაში მომუშავე ადამიანების ჩვენება თქვენი ბრენდის „ადამიანური იმიჯის“ შექმნის ერთ-ერთი გზაა. თუკი კლიენტები მუდმივად მხოლოდ თქვენს ლოგოს ხედავენ, მაშინ მათთვის თქვენს ბრენდს შეიძლება აკლდეს ჰუმანურობის ელემენტი. ასე, რომ, მოაქციეთ თქვენი გუნდის წევრები ყურადღების ცენტრში. მოაწყვეთ ფოტოსესია, შექმენით კონტენტი, როგორც ვებ-გვერდისთვის, ასევე სოციალური მედიისთვის.

გააზიარეთ თქვენი თანამშრომლების წარმატების ისტორიები. „კულისებში“ მიმდინარე პროცესების მცირედით დანახვა მომხმარებელს უფრო დაახლოებს თქვენს ბრენდთან.

 

3. გამოიყენეთ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის გაზიარებით ორ შედეგს იღებთ: 1. თქვენ ახარებთ იმ მომხმარებელს, რომლის მიერ შექმნილ კონტენტსაც აზიარებთ. 2. ეს აჩვენებს სხვა შესაძლო მომხმარებლებს, რომ თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ არსებულ კლიენტებთან და ისინი კმაყოფილი არიან თქვენი პროდუქტით/სერვისით.

იმის ნაცვლად, რომ კომპანიის ბრმად ნდობა სთხოვოთ მომხმარებლებს, თქვენ მათ აჩვენებთ, რეალური ადამიანების ისტორიებს.

გაინტერესებთ მაგალითი? Airbnb (სურათის წყარო: Instagram ) იყენებს მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს და გვიყვება მათი გასაოცარი გამოცდილებების შესახებ მსოფლიოს გარშემო.

თუ ჯერ არ გაქვთ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი, მოუწოდეთ მათ ამის შექმნისკენ. დაიწყეთ კამპანიები ელ-ფოსტის მარკეტინგის ფარგლებში, გააზიარეთ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და წაახალისეთ ისინი, შექმნან კონტენტი თქვენი ბრენდისა და თავიანთი გამოცდილების შესახებ.

 

4. მოყევით ავთენტური ისტორიები

თავს ნუ დაიღლით თქვენი ბრენდის უსაშველო ქებით, ამის ნაცვლად - მოყევით ნამდვილი ისტორიები თქვენი მარცხის, გამოწვევებისა და გამოცდილების შესახებ. ეს მომხმარებელს უფრო დააკავშირებს თქვენს ბრენდთან. Psychological Science-ის კვლევის მიხედვით, მტკივნეული ისტორიების გაზიარებას დადებითი შედეგი აქვს, რადგან ის ასრულებს ერთგვარი „სოციალური წებოს“ ფუნქციას და ხელს უწყობს სოლიდარობის გაჩენას.

 

5. გამოხატეთ მადლიერება თქვენი მომხმარებლის მიმართ

მომხმარებლის მიმართ თქვენი მადლიერების გამოხატვა ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა ბრენდის კლეინტებთან დასაახლოებლად. ამისი მარტივი გზები არსებობს: პერსონალური ფასდაკლებები, გზავნილები, დაბრენდილი აქსესუარები და ა.შ. არ არის აუცილებელი დიდი ბიუჯეტის ქონა მსგავსი იდეების განსახორციელებლად. თუ საკმარისი ფინანსური რესურსები არ გაქვთ, დაიწყეთ ინდივიდუალური შეტყობინებების გაგზავნით. გადაუხადეთ მადლობა გამორჩეულად ერთგულ და აქტიურ მომხმარებლებს და ა.შ.

წყარო: www.entrepreneur.com

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->