• სტატიები სიახლეები
„თბილისის წიგნის დღეების“ გზამკვლევი ბიზნესლიტერატურის მკითხველისთვის

თბილისის წიგნის დღეები“, ექსპო ჯორჯიაში“ 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ამ დღეების განმავლობაში ბიზნესლიტერატურის მკითხველსლურჯი ოკეანისგანუამრავი სიურპრიზი, ფასდაკლება, სიახლე და პრეზენტაცია ელოდება.

პირველ რიგში გაგაცნობთ ახალ გამოცემებს, რომლებიცპალიტრა L-ისსტენდთან, „ლურჯი ოკეანისსერიაში დაგხვდებათ.

1. სულ ახლახან გამოიცა რეიჩელ ჰოლისის მსოფლიო ბესტსელერი გონს მოეგე, დაო, რომელიც .. self-help ჟანრს მიეკუთვნება. რეიჩელი ამერიკელი მწერალი, ბლოგერი და სპიკერია. ის ასევე გახლავთ TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია Chic Media- აღმასრულებელი დირექტორი.

წიგნშიგონს მოეგე, დაორეიჩელი წერს სხვადასხვა პრობლემასა და სტერეოტიპზე, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გულახდილად საუბრობს იმ ტყუილებზე, რომლებსაც საკუთარ თავსაც აჯერებდა და რომლებმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და შეაფერხა მისი წარმატება. ის ძალიან გულწრფელად და უშუალოდ უზიარებს მკითხველს თავისი ცხოვრების შესახებ და ამის დახმარებით ეხმარება მათ, თავადაც დაძლიონ დაბრკოლებები და იცხოვრობ უფრო მეტი შემართებით.

2. მეორე სიახლე სოფია ამორუზოს New York Times-ის ბესტსელერია - როგორ გავხდი #Girlboss“. სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინმაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა.

როგორ გავხდი #GIRLBOSS“ სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად. ეს წიგნი გამოცემისთანავე გახდა New York Times-ის ბესტსელერი, Washington Post-მა კი მასორდინარულიდან გადახვევაუწოდა.

3. „ლურჯი ოკეანის“ მესამე სიახლე, სულ ახლახან გამოცემული - დავით ჩიკვაიძის „ანტიგაყიდვებია“, რომელიც პირველი ქართული წიგნია გაყიდვებში.

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნიანტიგაყიდვები“, რომელსაცსაერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტისდამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.

თქვენი საფესტივალი განრიგის შესადგენად შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ლურჯი ოკეანისღონისძიებებიც, რომლებიც მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე გაიმართება:

ფასდაკლებებზე ინფორმაციის მისაღებად გაეცანით კატალოგს.

გისურვებთ საინტერესო წიგნის დღეებს!

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->