• წიგნები
გონს მოეგე, დაო
ავტორები: რეიჩელ ჰოლისი
გვერდების რაოდენობა: 276
ფასი: 15.95 l
ანოტაცია:

იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე, TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია „ჩიკ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი. უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად გაცემული რჩევებითა და საკუთარი პრობლემების გულახდილად გაზიარებით, რეიჩელ ჰოლისმა ასობით ათასი გულშემატკივარი და გამომწერი შეიძინა. „გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის. ჰოლისი არაფერს მალავს. ურყევი რწმენითა და სითამამით მოუწოდებს ქალებს, იცხოვრონ შემართებითა და ენერგიით, იყვნენ თავდაჯერებულნი და გამოაღვიძონ თავიანთი მიძინებული მიზნები.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->