• წიგნები
ბიზნესის გენია - ილონ მასკი
გვერდების რაოდენობა: 72
ფასი: 5.00 l
ანოტაცია:

ვინ არის ილონ მასკი? კომპანიების - TESLA-სა და SPACE X-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, Neuralink-ის, Zip2-ის, OpenAI-ისა და PayPal-ის თანადამფუძნებელი თუ თვითმარქვია მესია? იქნებ ოცნებებით მოვაჭრეა, რომელიც იმით ცდილობს ფულის მოხვეჭას, რითიც სხვები მილიარდებს კარგავენ? ანდა ახალგამოჩეკილი მილიარდერია ახლებური ხედვით, რომლის ვარსკვლავიც ისევე სწრაფად ჩაქრება, როგორ სწრაფადაც აენთო? ან ეგებ სწორედ ისაა კაცობრიობის გადამრჩენელი? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მომავლის საქმეა, თუმცა, როგორიც უნდა იყოს ეს პასუხები, ვერ შეცლის ფაქტს, რომ ილონ მასკი `სილიკონის ველის~ ყველაზე მამაცი ბიზნესმენი, ინჟინერი და გამომგონებელი, პროგრამისტი, ინვესტორი და ჩვენი დროის უდიდესი რომანტიკოსია.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->