• წიგნები
როგორ გავხდი ის, ვინც ვარ
ავტორები: მიშელ ობამა
გვერდების რაოდენობა: 444
ფასი: 24.95 l
ანოტაცია:

ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები ჰქონდა. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა. კიდევ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი - მისი ოჯახი იცხოვრებდა. კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად. ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო. წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“- ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულებების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და...დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->