ჯიმ კოლინზის, ამერიკელი მკვლევარის, სპიკერისა და გავლენიანი კონსულტანტის ამოცანა იყო გაერკვია, ზოგმა კომპანიამ როგორ მოახერხა საუკეთესოდ ქცევა, სხვებმა კი რატომ განიცადეს მარცხი. საუკეთესო ამ შემთხვევაში სუბიექტური ტერმინია და ისეთ კომპანიებს გულისხმობს, რომელთა ფინანსურმა მაჩვენებლებმა 15 წლის განმავლობაში გადააჭარბა ბაზრის საშუალო მონაცემებს. კოლინზმა შეისწავლა ბიზნესის ისტორია და გამოყო კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებდა საუკეთესოების კრიტერიუმებს, შემდეგ გააანალიზა ის მახასიათებლები, რომლებითაც ისინი განსხვავდებოდა კონკურენტებისგან, შედეგები კი დაწვრილებით აღწერა წიგნში.
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->