ადამიანების უმეტესობა თქვენ არ შეგეფერებათ – ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ან არ სჭირდებათ თქვენი პროდუქტის შეძენა და თუ მაინც ყიდულობენ, ეს შეიძლება ინერციაა და არა აუცილებლობა. ინტერნეტმარკეტინგის შემთხვევაში ადვილად შეგიძლათ დაახარისხოთ ბევრი ცვალებადი რამ, მათ შორის – ინტერესები და გემოვნებაც და შემდეგ გამორიცხოთ ის, რაც შეუსაბამოა. ამ გამორიცხვით გააბათილებთ თქვენ პოტენციური მყიდველების დაკარგვის მიზეზებს და ტყუილუბრალოდ მათთვის ფულის ფლანგვა აღარ მოგიწევთ.
სწორედ ამიტომ, რეკლამირების მომავალი არის ინტერნეტსამყაროში და არა – ბეჭდვით სივრცეში. კარგად მორგებული „გუგლის“ მთავარი საძიებო სიტყვის რეკლამა ან „ფეისბუქის“ დემონსტრაციული რეკლამა უფრო ეფექტური და შედეგიანია, ვიდრე გაზეთში გამოქვეყნებული იგივე შეტყო ბინება – გაზეთში თქვენ მოგიწევთ გადახდა თითოეული მკითხველისთვის, მათ შორის ისეთებისთ ვისაც, ვისაც თქვენი რეკლამა არ აინტერესებს.
ბევრი მარეტერი თავისი ბიუჯეტის ნახევარს, ან უფრო მეტს, ფასზე ორიენტირებულ პრომოუშენებს ახარჯავს, სავარაუდოდ, იმ მიზეზის გამო, რომ მენეჯერი ამბობს და ახლოებით ასეთ რამეს : „როგორც ჩანს, ამ თვეში ვერაფერს გავყიდით. ამიტომ შევამციროთ ფასები და ვნახოთ, დაგვეხმარება ეს თუ არა“. რასაკვირველია, ფასდაკლებებსა და საფასო შემცირებებს თავისი როლი აქვს, მაგრამ არ უნდა გამოიყენოთ ისინი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილი და მომგებიანია.
აბა, სწრაფად გაიხსენეთ სატელევიზიო რეკლამა, რომელმაც გაგაოცათ. გაგახსენდათ? კარგია. და რომელი ბრენდი იყო? არ გახსენდებათ? არც მე. ადამიანების უმეტესობას ასე ემართება, რადგან დასამახსოვრებელი სატელევიზიო რეკლამების დაახლოებით ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს, მომხმარებელთა გონებაში ჩაბეჭდოს ბრენდის დასახელება. საბოლოო შედეგი არის ის, რომ მაყურებელს რეკლამის სიუჟეტზე ან გამოსახულებაზე გადააქვს ყურადღება და ვერ იხსენებს, რის რეკლამა ნახა.
კარგი იქნება, ბრენდის დასახელება წარმოადგინოთ, როგორც სიმბოლოთი, ასევე ტექსტით 2ჯერ უფრო ხშირად. დაამატეთ თქვენს ბრენდს მარკეტინგული კომუნიკაციების რაიმე კომპონენტი (სატელევიზიო რეკლამა, კატალოგი, ვებსაიტი, საფოსტო გზავნილები). გაზარდეთ ლოგოს ზომა, გაიმეორეთ ბრენდის დასახელება უფრო ხშირად და მოიფიქრეთ კიდევ რამე, რაც დაგარწმუნებთ, რომ თქვენი რეკლამა ბრენდის სახელს ყველას გონებაში ჩაბეჭდავს!
მომხმარებლებისთვის იმის თქმა, რომ რაღაც ისეთს მიაწოდებთ, რისი მიწოდებაც სინამდვილეში არ შეგიძლიათ, ძალიან ცუდი ბიზნესსაქმიანობაა და ამავე დროს – უშედეგო რეკლამა.
შესაძლოა, მარეგულირებელი შეზღუდვები გქონდეთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ქმნით და ყიდით, მაგრამ ამას თან, შეიძლება გქონდეთ ბევრი გამოყენებითი ლიმიტი. ნუ დაიწყებთ ახალი სერვისის ან პროდუქტის რეკლამირებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ იგი ეფექტური იქნება და შეძლებთ, სათანადოდ მიაწოდოთ მომხმარებელს, შემდეგ კი, მათი მოთხოვნების შესაბამისად, მასშტაბიც გაზარდოთ. თუ სერვისის ბიზნესში ხართ, თავიდან აიცილეთ ის არასასურველი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს ისეთ საქმეზე საუბარს, რომლის კეთებაც კარგად არ შეგიძლიათ სათანადო გამოცდილების არქონისა და არაპროფესიონალიზმის გამო.
გაღიზიანებული მომხმარებლის თავიდან მოცილება ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ ნუ მოიქცევით ასე. მომხმარებლები შეიძლება უხეშად მოიქცნენ, შეურაცხყოფაც მოგაყენონ, თუ გრძნობენ, რომ მათ ცუდად ეპყრობიან, მაგრამ ნუ აჩქარდებით. უკმაყოფილო მომხმარებლებთან ურთიერთობა თქვენი მარკეტინგული პრიორიტეტი უნდა იყოს და ნუ შეწყვეტთ მათთან მუშაობას მანამდე, სანამ კვლავ არ მოიგებთ მათ გულს. თუ მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ, ისინი განსაკუთრებულად ერთგულები გახდებიან და ახალი ბიზნესკავშირების გაბმაშიც და გეხმარებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო გააღიზიანებთ, შეეცდებიან, სხვა მომხმარებლებიც დაგაკარგინონ.
ეს არის ამონარიდი წიგნიდან „მარკეტინგი მარტივად“, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებშია გამოცემული.
აგვისტოს განმავლობაში „ბიბლუსის“ ქსელში შეგიძლიათ ისარგებლოთ 60%-იანი ფასდაკლებით სერიაზე „მარტივად“.
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->