ყოველწიურად ბრენდინგის გლობალური საკონსულტაციო ორგანიზაცია InterBrand და BusinessWeek აქვეყნებენ მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდების რეიტინგს. 2018 წლის საუკეთესო ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ამ ბრენდების კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე საერთო მახასიათებელი, რაც ბრენდის წარმატებას განაპირობებს. სწორედ ამ მახასიათებლებს გაგაცნობთ სტატიაში:
დიდ ბრენდებს განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც მათგან ყიდულობენ, მათთვის მუშაობენ ან ფინანსურ თუ ემოციურ ინვესტიციებს დებენ.
დიდი ბრენდები განსხვავდება სხვებისგან ისე, რომ ეს ადვილად შესამჩნევი, აღსაქმელი, ასახსნელი და მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. მათ ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ისეთი უპირატესობებით სარგებლობს, როგორიც არც ერთ კონკურენტ ბრენდს არ გააჩნია.
ბრენდები შენდება შიგნიდან გარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდი იბადება ისეთ კომპანიაში, რომელსაც ნათლად ჩამოყალიბებული მისია, კონცეფცია და ღირებულებები აქვს, რის საფუძველზეც იღებს ორგანიზაციის და ბრენდინგის ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ასეთი ბრენდები გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს ყველაფერში, რასაც აკეთებენ და ამბობენ: პროდუქტსა და მომსახურებაში, რომლითაც თანამშრომლებს იზიდავენ, რეკლამებსა და კომუნიკაციებში, რომელსაც ბაზარზე გზავნიან.
ადამიანებს ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ისეთ ბრენდებთან, რომლებიც ყოველთვის აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს. დიდი ბრენდები მომხმარებლების სურვილების, ნდობისა და მოთხოვნილებების სიმბოლოებად იქცევა.
დიდ ბრენდებს დიდებული პროდუქტი აქვთ. მათი პროდუქტის დიზაინი, წარმოება და შეფუთვა საუკეთესოა, აქვთ ჩინებული კომუნიკაციები და შესანიშნავი მომსახურება პროდუქტის გაყიდვამდეც და გაყიდვის შემდგომაც.
თვალი გადაავლეთ ამ სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილ ყველაზე წარმატებული ბრენდების სიას. ამ ბრენდების სახელების დანახვისას უცებ გახსენდებათ მათი ლოგოები, შეიძლება – სლოგანები, მათთან დაკავშირებული მელოდიები ან რეკლამებიც. ეს იმიტომ, რომ თითოეული წარმატებული ბრენდის იდენტურობის ელემენტები სადა, ძლიერი და ადვილად დასამახსოვრებელია და ამასთანავე, სახეცვლილებების გარეშეა წარმოდგენილი პროდუქტზე, ბაზარზე, ყველა საკომუნიკაციო საშუალებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს.
ბრენდის მკაფიო და მყარი გზავნილი უმთავრესია ყველა დიდი ბრენდის საკომუნიკაციო საშუალებებისთვის. ყოველთვის, როცა მის პროდუქტსა და შეფუთვას ეხებით, მის ბეჭდურ თუ სამაუწყებლო რეკლამას ნახულობთ თუ ინტერნეტით უკავშირდებით, დიდი ბრენდების ხასიათი ყველგან ერთნაირადაა გამოხატული და ძირითადი გზავნილიც არასოდეს იცვლება.
ნეტავ, რა არის ბრენდის განსაცვიფრებელი გამოცდილება? ეს არის საქმიანი ურთიერთობა, რაც აძლიერებს ბრენდის გზავნილსა და დაპირებას მომხმარებელთან ყოველი შეხების დროს. დიდი ბრენდების გამოცდილება პირველი შთაბეჭდილებებისთანავე იწყება და გრძელდება შეძენაზე ფიქრის დროს, შეძენის პროცესში და შეძენის შემდგომ პერიოდში. ამ პროცესში, საუკეთესო მომსახურების შედეგად, მომხმარებელს ბრენდის მიმართ სიყვარული უყალიბდება, რომელიც ამყარებს მომხმარებლისა და ბრენდის ურთიერთობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
დიდი ბრენდები შენდება ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ. ყველა წარმატებული ბრენდის კომპანიას (თუნდაც ამ სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი ბრენდებიდან ნებისმიერს) ერთგული ადამიანები მართავენ და ბრენდის გულშემატკივართა გუნდი ემსახურება.
თქვენი ბრენდის ერთგული, პირველ რიგში, კომპანიის მენეჯერები და მფლობელები უნდა იყვნენ და შემდეგ – ყველა თანამშრომელი და ის ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს პროდუქტზე, დაპირებასა და ბრენდის გამოცდილებაზე.
ძლიერი ბრენდები არ კარგავს სიძლიერეს მაშინაც კი, როდესაც ახალ გეოგრაფიულ ზონაში ან ახალ ბაზარზე გადაადგილდება, ან მაშინ, როდესაც ეკონომიკა და ბაზრის პირობები იცვლება. მიუხედავად კონკურენტული გარემოს, ეკონომიკური მდგომარეობის, მომხმარებელთა ინტერესების და ბაზრის ტენდენციების ცვლილებებისა, ისინი წარმატებით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნილებების, ინტერესებისა და გემოვნების დაკმაყოფილებას.
ეს არის ამონარიდი წიგნიდან „ბრენდინგი მარტივად“, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებშია გამოცემული.
აგვისტოს განმავლობაში „ბიბლუსის“ ქსელში შეგიძლიათ ისარგებლოთ 60%-იანი ფასდაკლებით სერიაზე „მარტივად“.
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->