• წიგნები
ცხოვრების 12 წესი
გვერდების რაოდენობა: 428
ფასი: 19.95 l
ანოტაცია:

რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა იცოდეს? კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა, ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. მის ლექციებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა თემას, ბიბლიური ისტორიებიდან დაწყებული, რომანტიკული ურთიერთობებით, მითოლოგიითა თუ თანამედ- როვე მაგალითებით გაგრძელებული, ათიათასობით მსმენელი ჰყავს. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრე- ბისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითე- ბიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ. ”ცხოვრების 12 წესი“ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტი- დოტია. ”თითოეულმა ჩვენგანმა ყველა დანარჩენის ცხოვრების, საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. სიმარ- თლე უნდა ვილაპარაკოთ, არეული მოვაწესრიგოთ, ყველაფერი, რაც მოძვე- ლებული და დრომოჭმულია, დავანგრიოთ, სანაცვლოდ ახალი ავაშენოთ“.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->