• წიგნები
ღირებული შეთავაზების ფორმირება
გვერდების რაოდენობა: 320
ფასი: 29.95 l
ანოტაცია:

გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სისწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა? მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, ამ წიგნის წაკითხვა შენი პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. იგი დაგეხმარება შექმნა ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო, შენთვის კი - მომგებიანი იქნება. უმარტივესი პრაქტიკული ნიმუშები დაგეხმარება, პოტენციური აუდიტორია სიღრმისეულად შეისწავლო და გასცდე მხოლოდ დემოგრაფიულ ინფორმაციას. შეძლებ, ბევრი რაკურსიდან დაინახო მომხმარებლები და კარგად გაიაზრო, რა სჭირდებათ მათ. თუ ჯერ არ იცი, საიდან დაიწყო და რა ღირებულება შექმნა, წიგნი ამასაც გაგიადვილებს და გაგაცნობს ინოვაციის ძიებისა და იდეების გენერირების მეთოდებს, რაც ინდივიდუალური თუ გუნდური მუშაობისას ბევრად ეფექტურ შედეგს მოგიტანს. წიგნი ასწავლის, როგორ შექმნა იდეისა და ნიმუშების პროტოტიპები, ჰიპოთეზები, როგორ გატესტო და შეაფასო ისინი სწორად, რათა გამოარჩიო მათგან საუკეთესო. შეძლებ, სიღრმისეულად გაარკვიო, რა ღირებულებას ქმნის შენი პროდუქტი და დაინტერესდება თუ არა ამ ნაწარმით პოტენციური აუდიტორია. გაიგებ, როგორ მიიღო მომხმარებლებისგან შეფასება და შემდეგ გამოიყენო ისინი თვალთახედვის დასახვეწად და სწორი ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის წიგნში უამრავ მარტივ, პრაქტიკულ მეთოდსა და წარმატებული კომპანიების მაგალითს შეხვდები.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->