თანამედროვე ბაზარი უამრავი პროდუქტითა და სერვისით არის გადატვირთული. კონკურენციასთან გასამკლავებლად საჭიროა, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია იყოს მეტი, ვიდრე ტრადიციული P-ების მიდგომაა. წარმატების მისაღწევად აუცილებელია გახდეთ უფრო შესანიშნავი, საჭიროა იქცეთ "იისფერ ძროხად". მარკეტინგის გურუდ აღიარებული, არაერთი ბესტსელერის ავტორი სეთ გოდინი განიხილავს სხვადასხვა შესანიშნავი კომპანიის მაგალითს და მათზე დაყრდნობით მკითხველს უჩვენებს, რას ნიშნავს შექმნა "იისფერი ძროხა" – პროდუქტი, სერვისი ან კომპანია, რომელიც განსხვავდება მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული კონკურენტებისგან და ამის წყალობით იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებასა და ბაზრის ლიდერობას. თქვენ ან იქცევით "იისფერ ძროხად", ან - არა, ან გახდებით გამორჩეული, ან მომხმარებელი, უბრალოდ, ვეღარ შეგამჩნევთ. ეს წიგნი არის ნამდვილი მანიფესტი მარკეტერებისთვის და მათთვის, ვისაც სურს, გახადოს საკუთარი ბიზნესი შესანიშნავი!
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->