• წიგნები
ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება
გვერდების რაოდენობა: 320
ფასი: 13.99 l
ანოტაცია:

უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი, – ასე ფიქრობს მარშალ გოლდსმითი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ბიზნესმოაზროვნე, რომელთან მუშაობის ფასი ექვსნიშნა რიცხვს სცდება. ამ წიგნით ბიზნესსამყაროში უდიდესი ავტორიტეტი მკითხველს საშუალებას აძლევს, დეტალურად გაეცნოს და განახორციელოს მის მიერ შემუშავებული მეთოდები. წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელშიც გოლდსმითი წარმატების თანმდევ ფუნდამენტურ პრობლემებს განიხილავს. ის გამოჰყოფს ოც ძირითად ქცევასა და ჩვევას, რაც ხელს უშლის წარმატებულ ლიდერებს შემდგომი მიზნების მიღწევაში და გვთავაზობს ინტერპერსონალური განვითარების შვიდსაფეხურიან მეთოდს, რომელიც დაეხმარება ლიდერებს გაიკვლიონ გზა კიდევ უფრო დიდი წარმატებისკენ. წარმატების თანმდევ ფუნდამენტურ პრობლემებს განიხილავს.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->