• სტატიები თვითგანვითარება
საზაფხულო საკითხავი თვითგანვითარებისთვის

ჩადე ინვესტიცია საკუთარ თავში, რათა მიაღწიო ორჯერ იმაზე მეტს, რასაც ახლა წარმოადგენ. - უორენ ბაფეტი

 

ზაფხული კი საუკეთესო დროა დასვენების პარალელურად „საკუთარ თავში ინვესტიციის ჩასადებად“ და თვითგანვითარებისთვის.

 

გაგაცნობთ სამ წიგნს, რომლებიც ძალიან პოპულარულ, ე.წ. „თვითდახმარების“ (self-help) ჟანრს განეკუთვნება. ეს წიგნები ლურჯი ოკეანისსერიაშია გამოცემული და სწორედ თვითგანვითარებას ემსახურება. ისინი სავსეა პრაქტიკული რჩევებითა და მეთოდებით, რომელთა გათვალისწინება და პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას!

ეს წიგნებია: ნაპოლეონ ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი“; რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღები“ და ბრაიან თრეისის „მიზნები“

 

იფიქრე და გამდიდრდი

ნაპოლეონ ჰილის წიგნი თვითგანვითარების თემაზე დაწერილი ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ავტორი წლების განმავლობაში იკვლევდა წარმატებული ადამიანების მიღწევებს და ამ კვლევაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა 13 პრინციპი, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ სფეროსი წარმატების მისაღწევად გამოგადგებათ!

 

თუ გგონიათ, რომ წააგებთ, თქვენი საქმე წასულია, რადგან ეს სამყარო გვასწავლის, რომ წარმატება ადამიანის სურვილიდან იწყება. ყველაფერი ჩვენს გონებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.“ - ნაპოლეონ ჰილი

 

არმატების 365 გასაღები

რამაზ გიგაურის წიგნში თქვენ გაეცნობით იდეების, მეთოდების, საშუალებებისა და პრინციპების უნიკალურ სინთეზს. მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისას თქვენ უფრო ძლიერი, მიზანსწრაფული, თავდაჯერებული, ორგანიზებული, ბედნიერი და რაც მთავარია, წარმატებული გახდებით!

 

როდესაც ჩასწვდებით თქვენს შინაგან სამყაროს, როდესაც შეიცნობთ საკუთარ თავს, მიხვდებით, რა დიდი ბედნიერებაა, იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.“ - რამაზ გიგაური

 

მიზნები

ბრაიან თრეისის წიგნი დაგეხმარებათ დაისახოთ მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებული მსჯელობის დახმარებით გიჩვენებთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ სურვილი საკმარსი არ არის. ავტორი პრაქტიკულ და გონივრულ გზებს გიჩვენებთ, რომლებიც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.  

 

შენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ გახდება მშვენიერი, როდესაც უმთავრეს მიზანთან დაკავშირებით ჩამოყალიბდები და მთელ ენერგიას ამ ერთი მიზნის მიღწევისკენ მიმართავ.“ - ბრაიან თრეისი

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->