მარკეტერები წლების განმავლობაში განიხილავდნენ 5P-ს (მათი რაოდენობა ბევრად მეტია, მაგრამ ყველას ხუთი გამორჩეული აქვს). მათ შორის გვხვდება: პროდუქტი (Product); ფასი (Price); სტიმულირება (Promotion); პოზიციონირება (Positioning); გასაჯაროება (Publicity); შეფუთვა (Packaging); გავრცელება (Pass-along); ნებართვა (Permission).
ამ საკონტროლო მარკეტინგული ჩამონათვლით სარგებლობა ნამდვილად უსწრაფესი გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი საქმე შეასრულეთ და ასევე, იმის ასახსნელად, თუ როგორ აპირებთ, ხალხს აყიდვინოთ ქარხნის წარმოებული უახლესი პროდუქცია. თუმცა, რაღაცები აირია, მხოლოდ P-ები საკმარისი აღარ არის. ამ წიგნში („იისფერი ძროხა“, სეთ გოდინი) ახალი P-ის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მოულოდნელად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა.
წარმოგიდგენთ “იისფერი ძროხის” სახელით ცნობილ ახალ P-ს.
წლების წინ, როდესაც ოჯახთან ერთად საფრანგეთში ვმოგზაურობდი, გზატკეცილის მიმდებარე თვალწარმტაც საძოვრებზე მობალახე ასობით ზღაპრულმა ძროხამ მოგვაჯადოვა. ათობით კილომეტრის მანძილზე ფანჯრიდან ვიყურებოდით და ჩვენ გარშემო გადაშლილი სილამაზით ვტკბებოდით.
ალბათ ოცი წუთი იქნებოდა გასული, როცა ძროხებისთვის ყურადღების მიპყრობა შევწყვიტეთ, მომდევნოები წინას ჰგავდნენ, ამიტომ თვალს აღარ გვწყვეტდნენ, ის, რაც ცოტა ხნის წინ გვაოცებდა, ჩვეულებრივ სანახაობად იქცა და, ბოლოს, მოსაწყენიც კი გახდა.
ძროხა, ცოტა ხანს რომ უყურო, ერთობ მოსაწყენი ცხოველია. შესაძლოა, შთამბეჭდავი, მიმზიდველიც მოგვეჩვენოს, საერთოდ, კეთილი ზნის არსებაა, შეიძლება, ლამაზად განათებული დავინახოთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოსაწყენი ცხოველია.
თუმცა, “იისფერი ძროხა” განსხვავებულია. მისი გამოჩენა (ცოტა ხნით მაინც) შეიძლება, საინტერესო აღმოჩნდეს. “იისფერი ძროხის” არსი მისი განსაკუთრებულობაა. სიტყვა “განსაკუთრებული” P-თი რომ იწყებოდეს, ალბათ ძროხის იდეის გამოყენების გარეშეც იოლად გავიდოდით, მაგრამ რა გაეწყობა.
თუ “იისფერი ძროხა” მარკეტინგის ერთ-ერთი P-ია, ეს სფეროს განსაზღვრების ცვლილებით კომპანიებს მნიშვნელოვან გართულებებს მოუტანს.
წინათ ასე იყო: პროდუქტს ინჟინრები იგონებდნენ, მწარმოებლები ქარხნებში აწყობდნენ, მარკეტინგი ბაზარზე უშვებდა და გაყიდვების დეპარტამენტი ასაღებდა. შრომა მკაფიოდ იყო განაწილებული და ამ ყველაფერს ერთად, კომპანიის პრეზიდენტი მართავდა. მარკეტერს რეკლამის საყიდლად ბიუჯეტი ჰქონდა.
მარკეტინგს ადრე “რეკლამას” უფრო დაარქმევდით. ეს პროდუქტის შექმნისა და დამზადების შემდგომი ეტაპი ანუ საზოგადოებისთვის მისი ღირებულებების გაცნობა იყო.
ეს ერთმნიშვნელოვნად გამოსადეგი სტრატეგია არ არის ისეთ სამყაროში, სადაც მარკეტერის პროფესიისთვის მთავარი უკვე (მომსახურებიდან დაწყებული, დიზაინით დამთავრებული) მხოლოდ საქონლის მახასიათებლებია. მარკეტინგი ახლა პროდუქტის მოფიქრების აქტია. მის შექმნაში ჩადებული ძალისხმევა. წარმოებისა და ფასწარმოქმნის ხელოვნება. გაყიდვის ტექნიკა. როგორ შეიძლება, “იისფერი ძროხის” შემქმნელ კომპანიას მარკეტერი არ მართავდეს?
“იისფერი ძროხის” შემქმნელები - JetBlue, Starbucks, Hasbro და Poland Spring და მათი მსგავსი კომპანიები აუცილებლად მარკეტერებმა უნდა მართონ. აღმოჩნდა, რომ JetBlue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მის თანამდებობაზე ყოფნის პირველსავე დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: მარკეტინგის ხელმძღვანელი როგორც პროდუქტის შემუშავებაში, ასევე თანამშრომელთა სწავლების პროცესში ჩართო. შედეგიც თვალსაჩინოა. რასაც ფასეულობის ზრდა მოსდევს, მარკეტინგია. Poland Spring-ის შექმნა წყლით იწყება, რომელსაც თავიდან არანაირი ფასეულობა არა აქვს, Hasbro - რამდენიმეცენტიანი ღირებულების პლასტმასითა და ქაღალდით, JetBlue, American Airlines-ის მსგავსად, ფართო მოხმარების პროდუქტს ყიდის, მაგრამ მოგების მიღებასაც ახერხებს. ეს კომპანიები სულით ხორცამდე მარკეტერები არიან.
1-800-COLLECT-ის შემქმნელი გენიოსებიც ჭეშმარიტი მარკეტერები არიან. იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა გაეყიდათ არსებული მომსახურება, არ დაუწყიათ. ნაცვლად ამისა, მარკეტინგი თავად პროდუქტში იყო ჩადებული - იოლად დასამახსოვრებელი ნომრით დაწყებული, რა თქმა უნდა, იმ იდეით დამთავრებული, რომ MCI-ის (ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია. - რედ.) შეეძლო, მიმღები ზარების ბიზნესი ტელეფონი-ავტომატების ოპერატორებისთვის წაერთმია.
იგივე იდეა ადგილობრივი რესტორნის, სახეხი ქარგოლის მწარმოებელი კომპანიის ან სამოგზაურო დაზღვევისთვისაც ხომ არ გაამართლებს? სამყაროში, სადაც ყველაფერი, რაც კი გვჭირდება, დამაკმაყოფილებელია და ყველანაირი მოგება “იისფერი ძროხისგან” მოდის, ყველანი მარკეტერები ვართ!
თუ კომპანია წარუმატებელია, ეს უმაღლესი რანგის მმართველების დიდი ნაწილის ბრალია და პრობლემა, სავარაუდოდ, ესაა: პროდუქტის გასაღებაზე, მის მარკეტინგზე ზრუნვის ნაცვლად, კომპანიის მართვას მისდევენ.
* გაიარეთ დიზაინის კურსი. თქვენი დიზაინერები მარკეტინგის სასწავლად გაგზავნეთ და შემდეგ ყველამ ერთი კვირა საწარმოში გაატარეთ.
ეს არის ამონარიდი სეთ გოდინის წიგნიდან „იისფერი ძროხა“.
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->