• სტატიები თვითგანვითარება
ჯეკ მას ცხოვრებისეული და ბიზნესმასტერკლასი

მას შემდეგ, რაც ჯეკ მამ განაცხადა, რომ Alibaba-დან მიდის და 2019 წლის 10 სექტემბერს კომპანიის მართვის სადავეებს კომპანიის გენერალურ დირექტორს, დანიელ ჟანს გადასცემს, თავად კი, დროებით, დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს და რამდენიმე წლის შემდეგ თავის ძველ და საყვარელ საქმიანობასპედაგოგობას დაუბრუნდება, ჩინეთისა თუ მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ბიზნესექსპერტები მასზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ.


საინტერესოა, რას ლაპარაკობს თავად Alibaba- დამფუძნებელი, ვინც ორი ათეული წლის განმავლობაში ისე განავითარა კომპანია და გაზარდა საკუთარი კაპიტალი, რომ დღეისთვის 39 მილიარდი დოლარით ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია. ურიგო არ იქნება, იმ კაცის მოსაზრებების გაცნობა წარმატების მიღწევის საიდუმლოებაზე, გაგაცნობთ ჯეკ მას საინტერესო მოსაზრებებს ბიზნესის სხვადასხვა ასპექტის შესახებ:

 

 

  • ბიზნესი ქორწინებას ჰგავს - სანამ დაქორწინებას გადაწყვეტ, კარგად უნდა დაფიქრდე! რომ ამბობენ, ბევრი აღარ იფიქრო და დაქორწინდიო, ასე მარტივად სულაც არ არის საქმე. დაქორწინებამდე მომავალი მეუღლე კარგად რომ გაიცნო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გაიარ-გამოიაროთ, ერთმანეთს დრო დაუთმოთ, თავი მოაწონოთ, ნდობა დაიმსახუროთ. ასეა ბიზნესშიცვიდრე ერთ უღელში შეჰყოფთ თავს, მასთან ამგვარი "ურთიერთობისსაკმაო გამოცდილება უნდა დააგროვოთ.

 

  • ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ პრობლემებზე. მიმაჩნია, რომ დროა, მომავალზე ვიფიქროთ. მე, როგორც ბიზნესმენი, მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით ვუყურებ.

 

  • უმნიშვნელოვანესია, რომ გუნდი ერთი იდეით გაერთიანდეს და არათქვენ გარშემო, ამასთან, მას უნდა სჯეროდეს იმ საქმის, რასაც ემსახურება. სხვაგვარად წარმატებას ვერასოდეს მიაღწევთ. თუ ყოველი თანამშრომელი თქვენთვის კი არა, საერთო საქმისთვის იმუშავებს, კოლეგების პოტენციალის გამოყენებას მაქსიმალურად მოახერხებთ.

 

  • ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუკი კონკურენტებს კარგად არ იცნობთ, სათანადოდ ვერ აფასებთ და მათგან საფრთხეს ვერ ხედავთ, იცოდეთ, ორთაბრძოლას აუცილებლად წააგებთ.

 

  • ყოველი შეცდომა ახლის მიგნებაა. მაგალითად, როდესაც 6 წლის წინ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდით: პირველ რიგში, რისი ინვესტირება მოგვეხდინაღრუბლოვანი თუ მობილური ტექნოლოგიების, არჩევანი "ღრუბლებზეგავაკეთეთ. ორი წლის შემდეგ "მობილურიბუმი დაიწყო და, სამწუხაროდ, მისი დადევნება მოგვიხდა. ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება შეცდომადაც განვიხილოთ დაიმ მომენტის სტრატეგიულ არჩევნადაც. თუმცა სასწრაფოდ შევცვალეთ კურსი და დღეს უკვე მობილური ონლაინვაჭრობის სეგმენტში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ვართ.

 

  • ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ შევითვისე. უპირველესად, გეტყვით, რომ არასოდეს არაფრის გამო არ დანებდეთ! მეორეცმუდამ იფიქრეთ, რომ შანსი ყოველთვის მოგეცემათ

 

  • როდესაც ახალგაზრდობაში ბილ გეიტსის ამბავი შევიტყვე, გავიფიქრე, რაც ბილმა გააკეთა, მისი გაკეთება მეც ხომ შემეძლო-მეთქი... და გავბრაზდი: მეგონა, ჩემი სავარაუდო წარმატება ბილმა გამომგლიჯა ხელიდან, რადგან პერსონალური კომპიუტერების პროგრამულად უზრუნველსაყოფად იმ მომენტისთვის არსებული ყველა შესაძლებლობა სწორედ მან გამოიყენა. და სწორედ მაშინ გავიფიქრე: იქნებ, მეტისმეტად ადრე ჩავიქნიე ხელი? ხომ არ აჯობებს, მცირედით დავიწყო და თავდაპირველად იმ ადამიანებისთვის გავაკეთო რაღაც, ვინც გარს მარტყია-მეთქი?! ამიტომ გეუბნებით: თუკი არ დანებდებით, კიდევ გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი, რადგან სწორედ დანებებაა ყველაზე დიდი მარცხი!       

 

ეს არის ამონარიდი წიგნიდან ბიზნესის გენიაჯეკ მა
შემდგენელი ირმა ხარშილაძე
რედაქტორი თეა ბარამაშვილი

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->