• სტატიები მენეჯმენტი
ბიზნესრჩევა - საუკეთესო უკუკავშირი

ლიდერის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გუნდის წევრების ქოუჩინგია, რაც არ გულისხმობს მათ ყველა კითხვაზე პასუხის ქონას, ეს თქვენგან მოითხოვს დასვათ სწორი კითხვები და დაეხმაროთ მათ თავად იპოვონ პასუხები და მიიღონ გადაწყვეტილებები. კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

უკუკავშირის მიცემის უამრავი მოდელი არსებობს, გიზიარებთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესაც გადმოსცეთ თქვენი სათქმელი და უფრო ნათელი გადახოთ მოლოდინები სამომავლო ქცევებთან დაკავშირებით. ეს მოდელი დაგეხმარებათ სათქმელის სტრუქტურირებაში და უკუკავშირის მიმღებისთვის უფრო გასაგებს გახდის სამომავლო ქცევის მოლოდინებს.

მოდელი შედგება 4 კომპონენტისგან: სიტუაცია, ქცევა, შედეგი, მოლოდინი.

 

  • სიტუაცია - სად და როდის მოხდა კონკრეტული შემთხვევა?
  • ქცევა - რომელ კონკრეტულ ქცევასთან დაკავშირებით გასცემთ უკუკავშირს?
  • შედეგი - რა იყო ამ ქცევის შედეგი?
  • მოლოდინი - როგორ შეიძლება ქცევის შეცვლა? როგორია შეცვლილი ქცევის სასურველი შედეგი?

 

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ უკუკავშირი მხოლოდ თქვენი მონოლოგი კი არა, დიალოგი უნდა იყოს თქვენსა და მეორე ადამიანს შორის. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ სწორად მოემზადოთ ამ დიალოგისთვის და მაქსიმალურად ჩართოთ უკუკავშირის მიმღები ამ ორმხრივ კომუნიკაციაში.

 

შეხვედრამდე

  • უკუკავშირის შეხვედრამდე აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, გქონდათ თუ არა თქვენც რამე გავლენა ამ კონკრეტულ სიტუაციასა და მათ ქცევაზე;
  • განსაზღვრეთ, რა გავლენა ჰქონდა ამ სიტუაციას თქვენს ბიზნესსა და საქმიანობაზე.

 

შეხვედრის დროს

  • გაუზიარეთ თქვენი მოსაზრება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული ქცევა თქვენს კომპანიაზე ან გუნდზე;
  • აღიარეთ, თუ თავადაც გქონდათ რამე გავლენა სიტუაციაზე;
  • დასვით კითხვები, წამოიწყეთ დიალოგი;
  • ჰკითხეთ უკუკავშირის მიმღებს ზოგადად რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე, მოუსმინეთ მას ყურადღებით;
  • ერთად დასახეთ ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც მსგავს სიტუაციებს აგარიდებთ თავიდან და სასარგებლო იქნება თქვენი საქმიანობისთვის.

 

შეხვედრის შემდეგ

  • შეინარჩუნეთ ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყეთ ერთმანეთს სასურველი შედეგების მიღებაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუდექით ამ პროცესს, როგორც პიროვნული, ასევე თქვენი ბიზნესის განვითარებისა და მუდმივი პროგრესის საშუალებას.

წყარო: Forbes.com

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->