"ლურჯი ოკეანე" არის ბიზნესლიტერატურის ახალი მიმართულება, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. FOR DUMMIES - ასე ჰქვია ინგლისურად სერიას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნესლიტერატურის, გამომცემლის - Wiley-ს პროდუქტია, ქართულად კი "მარტივად წარმატებისკენ" ჰქვია. უკვე გამოვიდა ამ სერიის ქართული ვარიანტის ორი წიგნი: ,,მართვა მარტივად" და "სამუშაოს ძიება მარტივად". ეს არის მარტივი ენით, ყველასთვის გასაგები პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიზნესის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული თუნდაც არაპროფესიონალი მკითხველისთვის. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, მაგალითებით სავსე წიგნი, რომელიც ლაკონურ წარმოდგენას ქმნის. ახლანდელი დიდი გამოცდილების მიუხედავად, ოდესღაც ყველა მენეჯერი ახალბედა იყო. როდესაც მენეჯმენტში ახალი ხართ, შეიძლება გაგიჭირდეთ ამოცანების განსაზღვრა – რა საქმეებია უფრო მნიშვნელოვანი, რა შეიძლება გადავდოთ მომავლისთვის (ან საერთოდ არ გავაკეთოთ). როგორც უნდა იყოს, ვერ გახდებით ეფექტური მენეჯერი, თუ არ გამოყავით ”გასაკეთებელი” და ”არგასაკეთებელი” საქმეები. ამ თავში ჩამოვთვლით 10 საქმეს, რომლებიც მენეჯერმა აუცილებლად უნდა გააკეთოს. 1. დასახეთ მკაფიო მიზნები და მოლოდინები თქვენი, როგორც მენეჯერის მოვალეობაა, ორგანიზაციისთვის დიდი საქმეების გაკეთება არსებული ადამიანური რესურსის ნიჭის, უნარების, გონებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით. მოკლედ, თქვენი მენეჯერული საქმეების უკეთ გასაკეთებლად საქმეების შესრულება უნდა მიანდოთ ადამიანებს, რომელთაც გადაუნაწილებთ დავალებებს. 2. ნუ გეყოლებათ ”ფავორიტები” გაიხსენეთ სკოლის წლები. იყო თქვენს კლასში ვინმე მასწავლებლის ”ფავორიტი”? თუ თქვენ იყავით, ალბათ ამით სარგებლობდით კიდეც. თუ თქვენ არ გქონდათ ეს ”სანატრელი მდგომარეობა”, ალბათ არ მოგწონდათ, როცა მასწავლებელი თქვენს ერთ ან რამდენიმე თანაკლასელს მეტი ყურადღებით ექცეოდა, პატიობდა შეცდომებს, რისთვისაც სხვებს სჯიდა, ტესტებში სხვებზე უკეთეს ქულებს უწერდა. როცა მენეჯერებს ფავორიტები ჰყავთ, თანამშრომლები კილომეტრებზე გრძნობენ ამას. ჩვენი რჩევა იქნება, სამუშაოზე ერთნაირად მოექცეთ ყველა ადამიანს, მათ შორის მას, რომელიც სხვებზე მეტად მოგწონთ. 3. მიეცით მაგალითი ჩამოაყალიბეთ ურთიერთობების თქვენთვის სასურველი სტანდარტები და თქვენი თანამშრომლები დაიცავენ ამ სტანდარტებს. 4. გახსოვდეთ, მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ მიუხედავად იმისა, რომ ფული მომუშავეებისათვის მნიშვნელოვანი მოტივატორია, პერსონალური აღიარება პირად მადლიერებად აღიქმება და სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია. თანამშრომლის საქმიანობისთვის შექება ნდობის და დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, მათ მაღალ ჩართულობას განაპირობებს (თანამშრომელთა ჩართულობას მე-4 თავში ვეხებით). 5. გაიცანით თქვენი თანამშრომლები შეიძლება თანამშრომლები შობას სახლში არ დაპატიჟოთ, მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, თუ მათ კარგად გაიცნობთ. მათთან კარგი ურთიერთობით ბევრს მოიგებთ. კარგი ურთიერთობები განაპირობებს ნდობისა და ერთგულების გაზრდას, უკეთეს კომუნიკაციას. 6. ისწავლეთ დელეგირება ეფექტურ დელეგირებაში მოიაზრება უფრო მეტი, ვიდრე ვინმესთვის რაიმე სამუშაოს დავალება. ის მოიცავს ორმხრივ კონსულტაციებს და შეთანხმებას მენეჯერსა და გუნდის წევრებს შორის. მოითხოვეთ გუნდის წევრებისგან გამოხმაურებები და იდეები, ენდეთ და მხარი დაუჭირეთ მათ, იყავით ურთიერთობებისას გულწრფელი. 7. იპოვეთ კარგი მრჩეველი. გახდით კარგი მრჩეველი ახალბედა მენეჯერებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ვინმე, ვინც რჩევებს და დარიგებებს მისცემს. თქვენი მრჩეველი საკუთარი გამოცდილებით და თქვენი საქმიანობის გულწრფელი შეფასებით სწორ მიმართულებას მოგცემთ. ასევე, თქვენც, თქვენი გამოცდილებით და გულწრფელი გამოხმაურებით, დიდ სამსახურს გაუწევთ თანამშრომლებს. ნორმალური ურთიერთობებისას ორივე მხარე – მრჩეველიც და რჩევების მიმღებიც – ბევრს ისწავლის და გამოცდილებას შეიძენს. 8. წაახალისეთ გუნდური მუშაობა მენეჯერმა უნდა წაახალისოს გუნდური მუშაობა. ყურადღებით შეაფასეთ ცალკეული დავალების სპეციფიკა და განსაზღვრეთ, კონკრეტულ საქმეს გუნდი უკეთ შეასრულებს თუ ინდივიდუალური თანამშრომელი. დააჯილდოეთ თანამშრომლები, როდესაც გუნდური მუშაობის უნარებს გამოამჟღავნებენ – ეს უნარები ნებისმიერ საქმიანობას ესაჭიროება. 9. კომუნიკაცია, კომუნიკაცია და ისევ კომუნიკაცია წარმატებული მენეჯერები დახელოვნებული არიან თანამშრომლებთან ურთიერთობაში და ამას ინტენსიურად, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით აკეთებენ. მენეჯერმა ყოველდღიურად უნდა დაუთმოს დრო თანამშრომლებთან ურთიერთობას. გაიარეთ კომპანიის ტერიტორიაზე, რათა შეხვდეთ თანამშრომლებს და ესაუბროთ მათ მიმდინარე პროექტებსა და მომხმარებლებზე. 10. გახდით მასწავლებელი კარგი მასწავლებელი ეხმარება თანამშრომლებს საქმის უმაღლეს დონეზე შესრულებაში ისევე, როგორც კარგი მწვრთნელი ეხმარება ფეხბურთელებს, ბეისბოლის მოთამაშეებს და სხვა სპორტსმენებს მაღალი დონის თამაშში. დაე, მათ დაინახონ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ (და არა სრულყოფილება), ვისაც შეიძლება მიმართონ, ენდონ. შედეგად, თქვენი ურთიერთობები აშკარად გაუმჯობესდება.
წყარო: www.bpn.ge
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->