• სტატიები მარკეტინგი
ვის სჭირდებოდი პირველად, ბიძია სემს თუ ლორდ კიჩენერს?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამა - „ბიძია სემს შენ სჭირდები შეერთებული შტატების არმიისთვის“, პირველად 1917 წელს გამოჩნდა ამერიკაში და გამოიყენეს როგორც I ისე II მსოფლიო ომის დროს ამერიკის არმიის რიგების შესავსებად. ბიძია სემი ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარი პერსონიფიკაციაა, რომელიც ამ როლის შემსრულებლად 1813 წლიდან მოგვევლინა. ამერიკაში პოპულარული ლეგენდის მიხედვით ბიძია სემის სახელი ცნობილი ბიზნესმენს, სემუელ ვილსონს უკავშირდება, რომელიც 1812 წლის, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ომის დროს, ამერიკის არმიას ხორცით ამარაგებდა. ამბობენ, რომ ხორცის კასრებზე დატანებული იყო US სიმბოლოები, რაც აღნიშნავდა შეერთებული შტატების (United States) საკუთრებას, თუმცა ხალხში გავრცელდა როგორც Uncle Sam-ის კასრები და Uncle Sam მთლიანად შეერთებული შტატების სიმბოლოდ იქცა.

ცოტამ თუ იცის რომ ბიძია სემის ცნობილი პოსტერი შთაგონებული იყო ცნობილი ბრიტანული რეკლამით „ბრიტანელებო, ლორდ კიჩენერს თქვენ სჭირდებით“, რომელიც იმავეს მოუწოდებდა ბრიტანელებს 1914 წელს, თუმცა საჩვენებელი თითით აქ გამოსახული იყო ჰერბერტ კიჩენერი - იგივე ლორდი კიჩენერი, რომელიც ბრიტანეთის არმიას ხელმძღვანელობდა 1850-1916 წლებში. კიჩენერის პოსტერმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და იყო ძალიან წარმატებული, რადგანაც ამ კამპანიის შემდეგ ხალხმა მასობრივად დაიწყო არმიაში მოხალისედ ჩაწერა.

უნდა ითქვას, რომ ამერიკული ვერსია ბიძია სემის მონაწილეობით ბევრად პოპულარული გახდა მსოფლიოს მაშტაბით.

ცნობისათვის: ბიძია სემამდე, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონიფიკაცია იყო - კოლუმბია. სწორედ კოლუმბიას პატივსაცემად დაირქვა დღეს მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილმა Columbia Pictures-მა სახელი, და მის ლოგოზეც დღემდე სწორედ კოლუმბიაა გამოსახული.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->