• სტატიები თვითგანვითარება
წიგნის ფესტივალის გზამკვლევი ბიზნესლიტერატურის მკითხველებისთვის

თბილისის წიგნის ფესტივალი ხვალ იწყება. წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა ბიზნესლიტერატურის მკითხველისთვის წელს განსაკუთრებულად საინტერესო და სიახლეებით სავსე იქნება.

გაგაცნობთ ბიზნესლიტერატურის მთავარ სიახლეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენს საფესტივალო სიაში და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა ჩაინიშნოთ თქვენს კალენდარში.

 

დავიწყოთ!

 

„ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში სულ ახლახან საიმონ სინეკის მსოფლიო ბესტსელერი „პირველად იყო რატომ“ (Start with Why) გამოიცა. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე 2009 წელს გამოვიდა და ძალიან მალევე დამსახურებულად მოხვდა New York Times-ის ბესტსელერების სიაში.

ავტორი წიგნში განიხილავს სხვადასხვა წარმატებული და წარუმატებელი კომპანიებისა და ლიდერებების მაგალითებს და მათზე დაკვირვებით ავითარებს საინტერესო იდეას, რომელსაც „ოქროს წრეს“ უწოდებს. „ოქროს წრე“ აღწერს წარმატებული ლიდერების მოქმედების ერთგვარ ნიმუშს, რომელიც მოიცავს ფიქრის, მოქმედებისა და ურთიერთობის 3 მთავარ კომპონენტს: რატომ, როგორ და რა.

⚫ რატომ გულისხმობს იმას, თუ რა მისიას ვემსახურებით და რა არის ჩვენი პიროვნული, ან კომპანიის დანიშნულება.

⚫ როგორ აერთიანებს იმას, თუ რა გზებითა და ხერხებით აქცევს კომპანია ან ადამიანი თავის რატომ-ს რეალობად.

⚫ რა მოაზრებს საბოლოო პროდუქტს ან მომსახურებას, რომელსაც თქვენი კომპანია ქმნის, თქვენი საქმიანობის შედეგს.

სინეკის მიხედვით, წარმატებული ლიდერები და კომპანიები, ყოველთვის ახერხებენ გააერთიანონ ადამიანები თავიანთი „რატომ“-ის გარშემო, რაც გულისხმობს კომპანიისა თუ რამე სოციალური მოძრაობის მისიის რწმენას და შესაბამისად მოქმედებას. ავტორის მიხედვით, როგორ და რა კომპონენტები არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა უმთავრესია გვახსოვდეს, რომ „პირველად იყო რატომ“.

„ბევრ საინტერესო მაგალითს ნახავთ წიგნში, ბევრჯერ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით მასში აღწერილი მოვლენებით და აღმოაჩენთ, რომ თურმე ადამიანების დიდ ნაწილს ის კი არ აინტერესებს, რას ვაკეთებთ, არამედ რატომ ვაკეთებთ, ხოლო თუ ეს რატომ მათთვის მისაღები, ნათელი და შთამაგონებელია, მაშინ იქმნება აზრთა ერთობა, რომელიც დიდი პოზიტიური ძალის მატარებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში“ - წერს წიგნზე ქართული გამოცემის კონსულტანტი, გუგა კობახიძე.

წიგნის წარდგენა გაიმართება კვირას, 2 ივნისს, 15:40 საათზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე. სპიკერები: მთარგმნელი - ანა ნემსიწვერიძე, წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი - გუგა კობახიძე.

 

მეორე სიახლე ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ეპოქალური წიგნი - „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელია“. ეს ნამუშევარი მართლაც გამორჩეულია მისი პრაქტიკულობითა და ინოვაციურობით. წიგნი მკითხველს აჩვენებს, როგორ შექმნან, არ გარდაქმნან ბიზნესმოდელი ისე, რომ უფრო ინოვაციური და მომგებიანი გახადო ის. წიგნში განხილულია მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმოდელის შექმნის ინსტრუმენტი „ბიზნესმოდელის ტილო“, რომელიც 9 შემადგენელი ბლოკისგან შედგება (მომხმარებელთა სეგმენტები, ფასეული შეთავაზება, არხები, ურთიერთობა მომხმარებლებთან, შემოსავლის წყაროები, ძირითადი რესურსები, ძირითადი საქმიანობა, ძირითადი პარტნიორები, ხარჯების სტრუქტურა) და მკითხველს საშუალებას აძლებს ამ 9 ბლოკის გაანალიზებისა და სწორად დაგეგმვის გზით უკეთ გაგაზრონ, ინოვაციური და უფრო მომგებიანი გახადონ თავიანთი ბიზნესმოდელი.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელიშენი კომპანიის არსში მოგზაურობას ჰგავს, ბიზნესპროცესებში სიღრმისეულად ჩახედვას და მომხმარებლის თვალით ანუ გარეშე თვალით დანახულ, შენი და შენი თანამოაზრეების ხელით შექმნილი სამყაროს ახლებურად აღქმას - წერს წიგნზე წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი.

წიგნის წარდგენა კვირას, 2 ივნისს 15:20 საათზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე იქნება. წიგნს სოსო გალუმაშვილი წარადგენს.

„ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით მე-11 პავილიონში, მთავარ სცენაზე შაბათსაც საინტერესო აქტივობები იგეგმება. „მარცხი როგორც სტარტი“ - ამ თემაზე შაბათს (1 ივნისს), 14:20 საათზე „წარმატების 365 გასაღების“ ავტორი რამაზ გიგაური ისაუბრებს.

 

თქვენი საფესტივალი განრიგის შესადგენად „ბედნიერი საათებიც“ შეგიძლიათ ჩანიშნოთ.

⚫ 30 ივნისს, 14:00-16:00 საათების შუალედში „ლურჯი ოკეანის“ სიახლეები შეგიძლიათ 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.

⚫ 1 ივნისს კი, 14:00-15:00 საათების შუალედში „ლურჯი ოკეანის“ ყველა წიგნზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ, სიახლეებს ამ დროსაც 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ფასდაკლებების სრულ კატალოგს ბმულზე.

ასევე გაეცანით გამომცემლობა პალიტრა L-ის საინფორმაციო ბუკლეტს ბმულზე.

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ლურჯი ოკეანის ფეისბუქის გვერდზე.

გისურვებთ საინტერესო წიგნების ფესტივალს!

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->