რატომ იღვიძებთ ყოველ დილით და დგებით საწოლიდან? თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნისას უსიამოვნების შეგრძნება გეუფლებათ და სურვილი გიჩნდებათ ისევ ძილს მიუბრუნდეთ, მაშინ იაპონური სიტყვა - იკიგაი, შეიძლება დაგეხმაროთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იდეა, რომელსაც ის წარმოადგენს დიდი ხანია პოპულარული ხდება იაპონიის გარეთაც და მას ხშირად იყენებენ ადამიანის მოწოდების, მისი საქმიანობის ანალიზისას.
სიტყვის პოპულარულობის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მისი ზუსტი შესატყვისი ინგლისურსა და სხვა ენებში ძნელად მოიძებნება. ის შედგება სიტყვებისგან: „ikiru”, რომელიც ნიშნავს ცხოვრებას და „kai” - რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „ადამიანის იმედების გაცნობიერება“. ერთად კი ქმნის სიტყვას - იკიგაი - არსებობის აზრი.
იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი მისია იპოვოს, ხშირად გვირჩევენ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
ამ კითხვებზე პასუხების მოძებნა და მათ შორის ბალანსის დაცვა, ალბათ, საუკეთესო გზაა იკიგაის საპოვნელადაც პროფესიულ სფეროში, რაც ამ სიტყვისა და ფილოსოფიის უფრო დასავლური ინტერპრეტაციაა, ვინაიდან იაპონიაში მას ნაკლებად გამოიყენებენ მხოლოდ სამსახურებრივ ჭრილში.
იკიგაი შეიძლება წლიდან წლამდე შეიცვალოს კიდეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ იკიგაის მხოლოდ ცოდნა არაფერს მოგვცემს. ის ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს.
წყარო: weforum.org
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->