• სტატიები მენეჯმენტი
ბიზნესრჩევა - პროდუქტიული შეხვედრებისთვის

გსურთ გქონდეთ პროდუქტიული შეხვედრები და დაზოგოთ თქვენი დრო?

მაშინ, მოუწოდეთ თქვენს კოლეგებს არ გამოიყენონ ტელეფონები შეხვედრების დროს.

გაინტერესებთ, მოპყრობილი გაქვთ თუ არა თქვენი თანამშრომლის სრული ყურადება, როდესაც ისინი თავიანთ ტელეფონებს უყურებენ? ფიქრზე ბევრ დროს ნუ დაკარგავთ - პასუხი უარყოფოთია. თუმცა ამის გამო ბევრი წუხილიც არაფერს მოგიტანთ, ნაცვლად ამისა - გააკეთეთ რამე ამ ფაქტის აღსაკვეთად. დაიწყეთ იმაზე საუბრით, რომ უამრავი კვლევის შედეგად დადგინდა გუნდის პროდუქტიულობაზე შეხვედრების დროს ტელეფონების გამოყენებისა და მუდმივი შეტყობინებების ლოდინის უარყოფით გავლენის შესახებ. ისაუბრეთ ცვლილების როგორც უარყოფით, ასევე დადებით მხარეებზე. შემოიღეთ საერთო წესები ტელეფონების არ გამოყენების თაობაზე. შესაძლოა შეთანხმდეთ მარტივ ფრაზაზე "ტექ-შემოწმება" (Tech-check), რომლითაც თქვენი გუნდის წევრები მეგობრულად შეახსენებენ ერთმანეთს შეთანხმებული წესის შესახებ შეხვედრების დაწყებამდე და მიმდინარეობის დროს. როდესაც ეს მარტივი წესები გექნებათ, აუცილებლად მიყევით მათ და მიუთითეთ თქვენს კოლეგებს, თუკი ისინი არ გაითვალისწინებენ შეთანხმებას. ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა რთული იყოს შეგუების პროცესი, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში ეს პრაქტიკა მალე გუნდის ნორმად გადაიქცევა.

წყარო: hbr.org

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->