• სტატიები მენეჯმენტი
ინოვაციური რეკრუტინგული კამპანიები, რომლებიც საინტერესოს ხდის დასაქმების ბაზარს

კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად მისი თანამშრომლების გუნდზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ისინი პერსონალის შერჩევის დროს სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ტალანტების მოძიებას, რაც უფრო მაღალკვალიფიცური და მოტივირებულია თანამშრომელი, მით მეტი პოტენციალი აქვს ბიზნესს. 

დასაქმების ტრადიციულ საშუალებებთან ერთად დღესდღეობით პოპულარული ხდება პერსონალის შერჩევის ინოვაციური მიდგომები. შესაბამისად კომპანიები იწყებენ განსხვავებულად ფიქრს, იმისთვის, რომ მოიზიდონ ტალანტები. ინოვაციური რეკრუტინგული კამპანიები უკვე საკმაოდ აპრობირებული მეთოდია მსოფლიო მასშტაბით. ყოველწლიურად კომპანიების ტოპ ათეულიც კი დგება, რომელთაც პერსონალის შერჩევის კრეატიული მიდგომები აქვთ. ერთ-ერთი მასშტაბური ინოვაციური რეკრუტინგული კამპანია განახორციელა ავეჯის მწარმოებელმა კომპანია IKEA-მ, რომელმაც ავსტრალიაში უზარმაზარი მაღაზიის გახსნის დროს საკმაოდ საინტერესოდ წარმართა შერჩევის პროცესები. მაღაზიაში შეძენილ ნივთებს ყუთში ნივთის აწყობის ინსტრუქციასთან ერთად, კომპანიაში მუშაობის დაწყების ინსტრუქციაც მოჰყვებოდა. IKEA შეეცადა, საკუთარი მომხმარებელი გუნდის წევრებად გადაექცია, რამაც გაამართლა, შედეგად მიიღეს 4820 კანდიდატის აპლიკაცია საბოლოოდ კი 280 ახალი თანამშრომელი დასაქმდა კომპანიაში. 

ციფრული მარკეტინგის სააგენტომ „Saatchi & Saatchi“ კი კრეატიული კანდიდატების მოსაზიდად მობილური აპლიკაცია შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს იდეის განთავსება შეეძლო. აპლიკაციის ხშირად გამოყენების შემთხვევაში, იდეის ავტორი კომპანიის კრეატიული დირექტორისგან იღებდა შეტყობინებას, რომ გუნდის წევრად იწვევდნენ. აღნიშნული კამპანიით კამპანიამ სასურველი კანდიდატების რაოდენობა გააორმაგა და დაქირავების ხარისხიც გაიზარდა.

რაც შეეხება Microsoft-ს, მათ რეკრუტინგული კამპანიის ფარგლებში აპლიკაციის ფორმაზე მიუთითეს ამოცანები, რომელთა ამოხსნის შემთხვევაშიც კანდიდატი მიიღებდა კომპანიის საკონტაქტო ნომერს. 

საქართველოში კი სულ რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა მსგავსი ტიპის კრეატიული რეკრუტინგული კამპანია, რომელსაც პალიტრა მედია ჰოლდინგი ახორციელებს. „ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სუპერ გმირს“ ასე ჟღერს კამპანიის სლოგანი, რომელიც ტალანტებს გაყიდვების სფეროში საინტერესო დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. 
18 დეკემბრიდან ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ბიზნეს ლიტერატურის მკითხველი იღბლიანი წიგნის მფლობელი გახდება. 

1. ბრაიან თრეისის - შეჭამე ბაყაყი
2. ბრაიან თრეისის - აკოცე ბაყაყს
3. გოლდსმით&რაიტერის - ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება
4. ელ რაისი&ჯეკ ტრაუტის - მარკეტინგული ომები
5. ბრაიან თრეისის -გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი
6. ტომ ჰოპკინსის - გაყიდვები მარტივად
7. ბრაიან თრეისის - მიზნები

"ლურჯი ოკეანის" სერიის წიგნებში საინტერესო ვაკანსიის შესახებ, ამ სფეროთი დაინტერესებულ პროფესიონალებს და დამწყებებს, ვისაც სჯერა, რომ ის გაყიდვების სუპერ ძალას ფლობს, შესაძლებლობა ექნება,  რომ გახდეს "პალიტრა მედია"  ჰოლდინგის დიდი გუნდის წევრი. 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->