„კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ მსოფლიოში ცნობილი მედია და მარკეტინგის ჟურნალისტის, დენი როჯერსის წიგნია საზოგადოებასთან ურთიერთობის ევოლუციის შესახებ როჯერსი ცნობილი პერიოდული გამოცემების The Independent-ის, The Guardian-ის, Financial Times’-ისა და Creative Business-ის რედაქტორი, საერთაშორისო მედიამაუწყებლობის კომენტატორი იყო. წიგნში პიარის განვითარების ისტორია ბიზნესის, სპორტის, შოუბიზნესისა და პოლიტიკის სამყაროში ცნობილი ყველაზე წარმატებული კამპანიების მაგალითებზეა მოთხრობილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ქეთევან დოლაკიძე: „დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ ერთნაირად ინფორმაციული და საინტერესო საკითხავია, მათთვის, ვინც უკვე საკუთარი ცხოვრება საზოგადოებასთან ურთიერთობებსა და მარკეტინგს დაუკავშირა, და მათთვისაც, ვინც უბრალოდ სიამოვნებით იმოგზაურებდა რეკლამისა და სწორად დაგეგმილი PR კამპანიების სამყაროში. მარგარეტ ტეტჩერის „ლეიბორისტები არ მუშაობენ“, ტონი ბლერის „ახალი ლეიბორისტები, ახალი ბრიტანეთი“ და ბარაკ ობამას „გაერთიანება ამერიკისათვის“ - ყველა ამ წარმატებული კამპანიისა, თუ სლოგანის უკან, პოლიტიკაში PR აგენტებისა და გამოცდილი პოლიტიკოსების ერთიანი გუნდი იდგა, რომელთა გამოცდილების გაზიარება ჩემთვის, როგორც ამ სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის, განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი იყო. დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ - ეს არის შესაძლებლობა, ისწავლო მსოფლიოს წამყვანი PR სპეციალისტების წარმატებულ მაგალითებსა და დაშვებულ შეცდომებზე. შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. გაინტერესებთ, როგორია საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და მარკეტინგის სწორი სტრატეგიული შერწყმის გავლენა ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებზე, ტრადიციების თანამედროვეობასთან წარმატებულ სინთეზზე, კულტურულ მეტამორფოზაზე და, ზოგადად, განახლებასა და გარდაქმნაზე ბიზნესისა, თუ პირადი პროფესიული განვითარების გზაზე? მაშინ, დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“ სწორედ თქვენთვისაა... წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ევოლუციის გზაზე, თქვენმა „შემოქმედებამაც“ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო PR კამპანიების „პოდიუმზე“. „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ ქართულ ენაზე პალიტრა L-ის ბიზნესლიტერატურის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა. წყარო: www.bpn.ge
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->