• სტატიები ბიზნესი
„დიდი წიგნი ბიზნესზე“ - სახელმძღვანელო წარმატებული ბიზნესისთვის

31 მარტიდან მკითხველს წიგნის ”დიდი წიგნი ბიზნესზე” ქართულ ენაზე წაკითხვა შეეძლება. მას გამომცემლობა ”პალიტრა L” სერია ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში გამოსცემს. წიგნი მკითხველს სხვადასხვა საკითხის შესახებ გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებს და ბიზნესსაქმიანობის სწორად წარმართვის წესებს გააცნობს. 

იმ დროიდან, როცა უძველეს ცივილიზაციებში საქონლისა და მომსახურების გაცვლა დაიწყო, ადამიანები უკვე ფიქრობდნენ ბიზნესზე. ძველმა ეგვიპტელებმა, მაიას ტომმა, ბერძნებმა და რომაელებმა, ყველამ, იცოდნენ, რომ ვაჭრობის მექანიზმის საშუალებით სიმდიდრის შექმნა ძალაუფლების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო და იმ საძირკველს ქმნიდა, რომელზეც ცივილიზაციები აყვავდებოდნენ. შესაძლოა, დღევანდელი კომპანიები სხვა ტექნიკებს იყენებენ, მაგრამ ათასწლეულების განმავლობაში ბიზნესის არსი მცირედით თუ შეიცვალა.

თანამედროვე ბიზნესბაზარი განსაკუთრებით მკაცრია და ბევრ კომპანიას წარმატების მიღწევა უჭირს. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია ის იდეები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ბიზნესგურუები ბიზნესისა და კომერციის სამყაროს შექმნისა და გაუმჯობესებისთვის გვთავაზობენ და რომლებიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაშია ჩამოყალიბებული.

გამომცემლობა DK-ს „დიდი წიგნი ბიზნესზე“ მხოლოდ ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის არაა განკუთვნილი. ის თანაბრად საინტერესო და გამოსადეგია ახალგაზრდა სტარატაპერისთვის, რომელიც ბიზნესს იწყებს, დიდი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს და მომხმარებლისთვის, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს. ნებისმიერი კატეგორიის მკითხველი იპოვნის წიგნში შთაგონების წყაროს.

სახელმძღვანელო მკითხველს დაეხმარება მომგებიანი ნიშის მოპოვებასა და გაჯერებული ბაზრის პირობებშიც კი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში. წიგნი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ვრცელი ნაწილი ეთმობა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას: მარკეტინგის მენეჯმენტს, ფინანანსურ და სტრატეგიულ ოპერაციებს, ბიზნესტაქტიკებსა და რისკების მართვას. განხილულია, თუ როგორ ხდება კონკურენტების სწორი შესწავლა, უპირატესობის მოპოვება, სტარტაპებისა და დიდი ბიზნესების მენეჯმენტი, წარმოება, საქონლის მიწოდება, ეფექტიანი ლიდერობა და გუნდის მოტივირება. 

განსაკუთრებული უპირატესობა კი ისაა, რომ ის ყველასთვის გასაგები ენითაა დაწერილი და ნაბიჯ-ნაბიჯ, დიაგრამებით ხსნის თეორიას. აქვეა მოცემული მახვლიგონივრული ილუსტრაციები, რომლებიც მკითხველს გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გააცნობს. 

წიგნმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა და მრავალი ბიზნესმენის სამაგიდო წიგნად იქცა. აპრილიდან კი ის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება.

წყარო: www.bpn.ge

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->