• წიგნები
ანტიგაყიდვები
ავტორები: დავით ჩიკვაიძე
გვერდების რაოდენობა: 132
ფასი: 16.95 l
ანოტაცია:

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? ამ კითხვაზე პასუხი არაერთ სპეციალისტს შემოუთავაზებია წიგნისა თუ კვლევის სახით, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას. სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს. რატომ ანტიგაყიდვები? 1. იმისთვის, რომ სწორად გაყიდო, უნდა იცოდე, როგორ არ უნდა გაყიდო; 2. თუ გეცოდინება, რა არ მუშაობს გაყიდვებში, ადვილად მივხვდები, რა მუშაობს. მოკლედ, გაიგებთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვებში, ისწავლით, რა უნარები უნდა გამოიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ და მთავარი: ავტორი ამ ყოველივეს სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით - ანტიგაყიდვების სტრატეგიით - გთავაზობთ.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->