ბიზნესლიდერები ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას აწყდებიან, აგვარებენ სხვადასხვა პრობლემას და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს პოულობენ. კომპანიის მისია და ხედვა, გუნდის მართვა, პრიორიტეტების დასახვა, სიახლეების დანერგვა, პარტნიორებთან ურთიერთობა, ფინანსების მართვა და ა.შ, ეს მცირე ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებთან გამკლავებაც ყველა ტოპ მენეჯერს ყოველდღიურად უწევს. იმისათვის, რომ ყველა ამ მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, აუცილებელია, მუდმივად გაეცოთ სიახლეებს თქვენს სფეროში, ისწავლოთ სხვებისგან, ეძიოთ ინსპირაცია, იდეები თუ სტრატეგიები და რაც მთავარია, გარდაქმნათ ეს ყველაფერი ახალ პროექტებად და მიზნებად.
„ადამიანები ცდებიან, როცა ჰგონიათ, რომ „ცოდნა ძალაა“. არა, ასე არ გახლავთ! იგი მხოლოდ პოტენციური ძალაა და რეალურად მაშინ იქცევა, როცა კონკრეტულ სამოქმედო გეგმად აყალიბებენ და გარკვეული მიზნისკენ მიმართავენ” - ნაპოლეონ ჰილი.
გაგაცნობთ მენეჯერებისთვის განკუთვნილ 5 წიგნს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ ცოდნა და ინფორმაცია მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ და ამ ახალი ინფორმაციის ყოველდღიურად გამოყენების გზებსაც გიჩვენებთ.
1. ლიდერობის ხელოვნება
ლიდერობის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი ათწლეულების განმავლობაში, თუმცა, ვფიქრობ, „ლიდერობის ხელოვნება“, რომელიც 2011 წელს დეივ ლოგანმა და ჯონ კინგმა შექმნეს, ერთერთი ყველაზე საინტერესო, პრაქტიკული და სასარგებლო წიგნია. „ლიდერობის ხელოვნება“ არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის სახელმძღვანელო როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ, რომ გახდნენ საუკეთესო ლიდერები, ასევე მათთვის, ვინც უკვე ფიქრობენ, რომ ლიდერები არიან.
წიგნში მოცემულია ორგანიზაციული კულტურის 5 საფეხური, რომლებიც ძალიან კარგად აღწერს თანამედროვე ორგანიზაციებისა და ლიდერების ურთიერთკავშირს, ლიდერების როლს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში“. - გუგა კობახიძე, კომპანია „პროსპექტის“ დამფუძნებელი.
2. უორენ ბაფეტის ესეები
სხვისი სამუშაო გამოცდილების გაცნობა გვაძლევს არა მარტო სასარგებლო პრაქტიკულ ცოდნას, არამედ პროფესიონალური ზრდისთვის საგულისხმო მოტივაციაციის წყაროცაა. განსაკუთრებით მაშინ თუ ეს „სხვა“ მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ცნობილი ინვესტორი და ქველმოქმედი უორენ ბაფეტია. ესეების ამ კრებულში გაეცნობით მის გამოცდილებასა და რჩევებს კორპორაციული მართვისა და ინვესტიციების მართვის თემებზე. ცნობილი ბიზნესმაგნატის წარმატების ისტორია ბევრ საინტერესო რჩევასა და გაკვეთილს აერთიანებს, რაც თქვენთვისაც პრაქტიკული და გამოსადეგი იქნება.
„ესეების გაცნობით უფრო თვალსაჩინო ხდება, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეკონომიკისა თუ ბიზნესის სფეროში სწავლისა და საქმიანობის პერიოდში, ნათელია, თუ რა პრაქტიკული დატვირთვა აქვს გამდიდრების გზაზე ისეთ საგნებს, როგორებიცაა ინვესტიცია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა.
ესეების სიღრმისეული გაცნობა შეცვლის თითოეული მკითხველის ბიზნესისა და საინვესტიციო ფილოსოფიას, უფრო გააზრებულს გახდის ადამიანის საქმიანობას ბიზნესსამყაროში და დაეხმარება მას, სწორად დაგეგმოს საინვესტიციო მიზნები და გონივრული სვლებით მიაღწიოს სანუკვარ მიზანს – გახდეს მდიდარი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი პიროვნება“. - დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი.
3. ლაყბობის გარეშე
ბობ მათასა და მეისი ბოემის წიგნი „ლაყბობის გარეშე“ კომპანიაში სტრატეგიის აღსრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციის დანერგვას ეხება. ავტორები გვაცნობენ ტექნიკურ ხერხებსა და მეთოდოლოგიას, რომლებიც დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი კომუნიკაციის სტრატეგია. გააუმჯობესოთ ის და თქვენი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აქციოთ.
„წიგნში ბიზნესლიდერის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის, თანამშრომლებისთვის მოქმედების სურვილის გაჩენის სტრატეგიულ გეგმას გთავაზობენ. ჯგუფის ნებისმიერი ლიდერისთვის დაწერილი ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო, იქნება ეს მმართველი, HR დეპარტამენტის წარმომადგენელი თუ PR-ის პროფესიონალი, გენერალური თუ აღმასრულებელი დირექტორი, აღწერს, როგორ შეუძლიათ კომუნიკაციის არსებული პრინციპები ორგანიზაციაში ათობით ან ათასობით ადამიანისგან შემდგარი გუნდების ორგანიზებისათვის გამოიყენონ. წიგნში ხაზგასმული პრინციპების გამოყენებით მიღებული შედეგების გაუმჯობესება ნებისმიერ მმართველს შეუძლია. თუნდაც ეს უკანასკნელი კომუნიკაციის “ბუნებრივი” ნიჭით თავიდანვე არ იყოს დაჯილდოვებული“ - გიორგი ბარკალაია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორი
4. დიდი წიგნი ბიზნესზე
ეს წიგნი გენიალურ ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გაგაცნობთ. მოგაწვდით საინტერესო იდეებს საკუთარი ბიზნესის შექმნისა და გასაუმჯობესებლად და დაგეხმარებათ გახდეთ უკეთესი ბიზნესლიდერი.
წიგნში უამრავ თემაზე წაიკითხავთ საინტერესო თეორიებს და ცნობილი ბიზნესპერსონების შეხედულებებს. ბიზნესის დაწყება და გაფართოება, გუნდისა და ადამიანური კაპიტალის მართვა, ფინანსების მენეჯმენტი, ოპერაციები, გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიები, ეს მცირე ნაწილია იმ თემებისა, რაც წიგნშია განხილული.
„როგორც სტივ ჯობსმა თქვა, საუკეთესო ლიდერები ამ სამყაროზე თავიანთ „კვალს ტოვებენ“. ისინი არ არიან ტრადიციებით შეზღუდულნი, არასტანდარტულად აზროვნებენ და განსაკუთრებულ იდეებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ანგრევს სტატუს კვოს მათ სასარგებლოდ. თანამედროვე სუპერკონკურენტულ ბაზარზე ის ლიდერები, რომლებითაც ჩვენ აღვფრთოვანდებით, არა მარტო არასტანდარტული აზროვნებით თუ გამჭრიახობით ჯობნიან კონკურენტებს და შესაბამისად, მათთან შეჯიბრებასაც იგებენ, მთლიან ინდუსტრიებს ანადგურებენ, ისინი თამაშს ცვლიან“.
5. ლურჯი ოკეანის სტრატეგია
„ლურჯი ოკეანის“ სტრატეგია უკვე კლასიკად ქცეული მეთოდოლოგიაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ისე შექმნან, ან გარდაქმნან თავიანთი პროდუქტები, თუ სერვისები, რომ კონკურენცია არააქტუალური გადახონ. წიგნში მოცემული მაგალითები და დეტალურად განხილული პროცესი დაგეხმარებათ იოლად დაგეგმოთ მსგავსი ცვლილება თქვენს ორგანიზაციაში და ყოველდღიურად გამოიყენოთ „ლურჯი ოკეანის“ მიდგომა თქვენი მენეჯმენტის პროცესში.
„ამ წიგნმა შეცვალა ჩვენი კომპანიის ცხოვრება, დამოკიდებულება ზოგადად ბიზნესის მიმართ და ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის სერიოზული ბიძგი მოგვცა. „ლურჯი ოკეანის“ დახმარებით ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეძლებს დაინახოს თავისი სფეროს მომავალი, დაინახოს ის ნიშები და თავისუფალი ბაზრები, სადაც ღირს საქმიანობის წამოწყება“ - სოსო გალუმაშვილი.
ისარგებლეთ სპეციალური ფასდაკლებით და შეიძინეთ ტოპ მენეჯერებისთვის განკუთვნილი წიგნები ბიბლუსში.
ტოპ მენეჯერებისთვის: ლურჯი ოკეანის სტრატეგია და უორენ ბაფეტის ესეები
ტოპ მენეჯერებისთვის: დიდი წიგნი ბიზნესზე და ლიდერობის ხელოვნება
-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->