• სტატიები მარკეტინგი
7 ტრენდი მარკეტინგის სფეროში 2019 წლისთვის

მარკეტინგის სფეროში ცვლილებების სისწრაფის გათვალისწინებით, ძალიან რთულია განსაზღვრო, რა მეთოდები იქნება ეფექტიანი მომხმარებელთან კომუნიკაციის დასამყარებლად. ყოველდღიურად ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, ახალი ქცევები მომხმარებლებში და ახალი თაობისგან შემდგარი სამომხმარებლო სეგმენტები. სწორედ ამიტომ საჭიროა სხვადასხვა ტრენდზე დაკვირვება და ყოველწლიურად ახალი ტენდენციების იდენთიფიცირება, რაც წლის ინიციატივების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წელს მარკეტინგის სფეროში აქტუალურ 7 ტენდენციას:

 

1. ე.წ. „მარკეტინგის ძაბრი“ (Marketing Funnel) იცვლება

ე.წ. „მარკეტინგის ძაბრი“ უმეტესად ცდილობდა მოეზიდა ძალიან ფართო აუდიტორია, იმის იმედად, რომ პროცესში „გამოფილტრავდა“ მისთვის ყველაზე მომგებიან და საინტერესო აუდიტორიას. ამის ნაცვლად, კომპანიების უმეტესობამ დაიწყო კონტენტის ეფექტიანად გამოყენება, რათა უკეთესად შეძლონ თავიანთ ნიშურ სეგმენტებთან კომუნიკაციის დამყარება.

 

2. კონტენტი ყველაფერია

ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, კონტენტი ყველაფერია. უკვე ვიცით, რომ კომპანიის/პროდუქტის კონტენტი მიმზიდველი უნდა იყოს მომხმარებლისთვის, მან უნდა შთააგონოს, მოახდინოს მათი ფიქრების პროვოცირება, აღაფრთოვანოს და გააოცოს ისინი.  

მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ კონტენტის განთავსება მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას, მათგან პასუხის იმედად, არამედ ის უნდა შთააგონებდეს მათ, რომ გიპასუხონ. კონტენტი უნდა ქმნიდეს ორმხრივი კომუნიკაციის გზებს.

 

3. მომხმარებლისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია

მომხმარებელი ხდება ბევრად უფრო წინდახედული. კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალური ინფორმაციისა და ფინანსური დეტალების დაცვა და უსაფრთხოება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციები (GDPR) ძალაში შევიდა, მომხმარებელი ხდება ბევრად უფრო ყურადღებიანი იმის მიმართ, თუ რამდენად უსაფრთხო „სამომხმარებლო გამოცდილებას“ იღებენ.

 

4. ხმოვანი და ვიზუალური ძებნის ფუნქციები კიდევ უფრო აქტუალური ხდება

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხმოვანი და ვიზუალური ძებნის ფუნქციების გამოყენება თანდათან იმატებს. ეს ეხმარება მომხმარებელს დაზოგოს დრო და გაიმარტივოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იზრუნონ თავიანთი კონტენტისა და პლათფორმების შესაბამისად ოპტიმიზებაზე.

 

5. დროა ფოკუსირდეთ Generation Z-ზე

Generation Z-ს (90-იანი წლების შუა პერიოდში დაბადებული თაობა) თანდათან ასაკი ემატება და ისინი ხდებიან როგორც ჩვენი კომპანიების თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. სწორედ ამიტომ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლონ მათი ინტერესები. ამ თაობისთვის მნიშვნელოვანია აუთენტურობა და არჩევანს აკეთებენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებზე.

 

6. ინფლუენსერების იდენტობა იცვლება

ინფლუენსერ მარკეტინგი ძალიან აქტიურად გამოიყენება სოციალურ მედიაში, მაგრამ ინფლუენსერები იცვლებიან. ადრე თუ კომპანიები ცნობილ ადამიანებს რთავდნენ თავიანთ სტრატეგიაში, ახლა მომხმარებელი უფრო მეტად იხრებიან მათი „მსგავსი“ ადამიანებისკენ. მაგალითად, ისლანდიურმა კომპანიამ, რომელიც გაყინულ პროდუქტებს აწარმოებს, კამპანიებში დიასახლისები ჩართო, რადგან მათი სეგმენტი, ბევრად უფრო ენდობა „ნამდვილი“ ადამიანების გამოცდილებას. სწორედ ეს ნამდვილი ადამიანები არიან „ინდუსტრიის/პროდუქტის ექსპერტები“.

 

7. ჩეთბოტები გაქრობას არ აპირებენ

მომხმარებლის დახმარების სერვისი აუცილებელია. თუმცა ყველას არ უყვარს ტელეფონზე ხანგრძლივი საუბრები, ან დაუსრულებელი მიმოწერა ელ-ფოსტაზე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოიყენონ ჩეთბოტის ფუნქცია თავიანთ საიტებზე და უფრო ეფექტურად დაეხმარონ მომხმარებელს პრობლემების მოგვარებაში.

გაგაცნობთ „ლურჯი ოკეანის“ რამდენიმე წიგნს, რომლებიც დაგეხმარებათ საინტერესო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში.

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - წიგნში მოცემულია რჩევები თუ როგორ შევქმნათ მეტოქეობისგან თავისუფალი საბაზრო სივრცე და როგორ გავხადოთ კონკურენცია არააქტუალური.

მარკეტინგი - ეს აუცილებელი სახელმძღვანელო მოიცავს 21 მძლავრ მარკეტინგულ იდეას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით დამკვიდრდეთ ბაზარზე.

მარკეტინგული ომები - მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მარკეტინგული მიდგომები! მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგის სტრატეგიები, ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი, წარმოგიდგენენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პრესპექტივებს გაგვაცნობს.

წყარო: entrepreneur.com

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->