• სტატიები მარკეტინგი
4 ტრენდი გაყიდვების სფეროში 2019 წლისთვის

1. კომპანიებმა უნდა ისწავლონ, როგორ გაყიდონ ახალ თაობა - Generation Z-ზე

 

Generation Z არის 90-იანი წლების შუა პერიოდში დაბადებული თაობა, რომელიც გაიზარდა მაღალტექნოლოგიურ გარემოში, სადაც სმარტფონები და სოციალური მედია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მათ აღელვებთ სოციალური პრობლემები და სურთ გარემოზე დადებითი გავლენის მოხდენა. 

კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია კარგად გაიცნონ ეს თაობა და ამის შემდეგ დაიწყონ მათთვის პროდუქტებისა და სერვისების შექმნა.

 

2. იყავით ხელმისაწვდომი სხვადასხვა არხზე

 

ზემოთ ვისაუბრეთ Generation Z-ზე. მყიდველთა ახალი და განსხვავებული სეგმენტი ძალიან სწრაფად იზრდება და აუცილებელია კომპანიებმა გაამრავალფეროვნონ არხების ტიპები, რომლებზეც მათი პროდუქტები და სერვისებია ხელმისაწვდომი. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა არხზე მომხმარებლის გამოცდილების ინტეგრირებულობა (ერთიანობა). 

ამის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სინერგია მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტებს შორის, რომელიც უნდა გასცდეს თანამშრომლობის ტრადიციულ ჩარჩოებს და უზრუნველყოს მომხმარებლის ინტეგრირებული გამოცდილება ყველა ონლაინ და ფიზიკურ საკომუნიკაციო არხზე.

  • ამოიცანით, რომელია თქვენი სეგმენტისთვის ყველაზე მისაღები არხი;

  • უზრუნველყავით კომუნიკაციისას არხიდან არხზე გადართვის სიმარტივე (მაგალითად, თუ მომხმარებელი ავტობუსიდან გესაუბრებათ ტელეფონის მესიჯების მეშვეობით და სახლში მისულს სურს რომელიმე სხვა საკომუნიკაციო არხით გააგრძელოს საუბარი, ეს მისთვის ძალიან მარტივი და შეუმჩნეველი უნდა იყოს);

  • იპოვეთ გზები და მოახდინეთ ტექნოლოგიისა (მაგალითად სოციალური მედია) და ფიზიკური მაღაზიის ინტეგრაცია.

 

3. გამოიყენეთ სტრატეგიული მიდგომა გაყიდვების გასაზრდელად

 

ყველა გუნდი, ადრე თუ გვიან, იწყებს გაყიდვების მხარდამჭერი პროგრამების გამოყენებას, ან ესწრება ტრენინგებს უნარ-ჩვევების გასაუმჯობებლად, თუმცა არსებობს ბევრად მეტი საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო სტრატეგიულად მიუდგეთ ამ პროცესს:

  • გეგმა, რომელიც აჩვენებს თქვენი გაყიდვების მიზნებს, თითოეულ KPI-ს და მათ მისაღწევად საჭირო ნაბიჯების ჩამონათვალს;

  • უფრო მეტად კონცენტრირება იმაზე, რომ გაყიდვების თანამშრომლებმა გაიმჯობესონ ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რაც მათ წარმატების მისაღწევად სჭირდებათ;

  • ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის გამარტივებული და სწრაფი გზა, რომელიც დაეხმარებათ მათ მოკლე დროში მიაღწიონ წარმატებას;

  • ტექნოლოგიები, რომელიც საქმეს შეუმსუბუქებს ყველა გუნდსა თუ გაყიდვებში ინდივიდუალურად ჩართულ ადამიანს.

 

4. გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი გაყიდვებში

 

ქვემოთ ჩამოთვლილია მარტივი გზები, როგორ შეგიძლიათ გაყიდვებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება:

  • მონაცემების სწორად დამუშავებით შეგიძლიათ თქვენი გაყიდვების სტრატეგიის პერსონოფიცირება მოახდინოთ;

  • მონაცემების დამუშავება დაგეხმარებათ მიიღოთ რეკომენცადიები და უკეთესად დაგეგმოთ თქვენი კომუნიკაცია სავარაუდო მყიდველებთან;

  • მონაცემების დამუშავება საშუალებას მოგცემთ იწინასწარმეტყველოთ მომავალი. ამოიცნოთ სხვადასხვა ტენდენცია და უკეთესად დაგეგმოთ მომავალი აქტივობები.

 

გაყიდვების სფერო ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადია, მუდმივი თვითგანვითარება, თანამედროვე მიდგომებისა და წარმატებული კომპანიების გამოცდილებების გაცნობა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროშია დაკავებული. გაგაცნობთ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოცემულ წიგნებს, რომლებიც დაგეხმარებათ განივითაროთ საკუთარი უნარ-ჩვევები გაყიდვების მიმართულებით.


1. Buy•ოლოგია - New York Times-ის ბესტსელერი გაყიდვების თემაზე, რომელიც მკითხველს 3-წლიანი ნეირომარკეტინგული კვლევის შედეგების საფუძველზე აჩვენებს იმ ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებს მომხმარებელზე ამა თუ იმ პროდუქტის არჩევისას.

2. გაყიდვები მარტივად - თქვენი პრაქტიკული სახელმძღვანელო გაყიდვების უახლესი სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების შესახებ. შესახებ

3. გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი - ბრაიან თრეისის 21 ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია იმაზე, თუ როგორ გაზარდოთ გაყიდვები და მიაღწიოთ წარმატებას.

წყარო: forbes.com

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->