• სტატიები ბიზნესი
ტოპ 3 კომპანია, რომელიც გარემოზე ზრუნავს

წლების წინ შეიძლება მოგჩვენებოდათ, რომ დედამიწაზე რესურსები ამოუწურავია და ადამიანებს მხოლოდ მათი მოპოვება და გამოყენება ევალებათ.

თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ ეს შეხედულება არასწორია და შესაბამისად ადამიანებისა და კომპანიების ერთადერთ საზრუნავს რესურსების აღმოჩენა და გამოყენება კი არა, მათი ზრდის, შენარჩუნებისა და დაცვის გზების ძიებაც უნდა წარმოადგენდეს.

უამრავი კომპანიის საქმიანობა გარემოს დაბინძურებას იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს და აღვნიშნოთ ის კომპანიების, რომლებიც ახერხებენ თავიანთი საქმიანობა გარემოს დაბინძურების გარეშე განახორციელონ და ხშირად, უფრო მეტიც, გარემოს სასარგებლოდ დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობა. გაგაცნობთ 3 გლობალურ კომპანიას, რომლებიც წარმატებულად ახერხებენ ამას. 

 

1. IKEA - შვედური ავეჯის, სამზარეულოსა და სახლის სხვადასხვა აქსესუარის მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ლიდერია ავეჯით ვაჭრობის ბაზარზე 2008 წლიდან.

IKEA- ძალიან დიდი ინვესტიციების მეშვეობით მთლიანი ბიზნესოპერაციები გარდაქმნა და ისინი უფრო მდგრადი გახადა, ამ ცვლილებიდან ბევრის შემჩნევა მომხმარებელსაც იოლად შეუძლია, თუმცა უამრავი რამ არც არის ჩვენთვის ხილული. შვედური კომპანია ავეჯის დასამზადებლად საჭირო ხის თითქმის 50%- მდგრადი ტყეებიდან მოიპოვებს, ამასთანავე, მათ მიერ მოხმარებული ბამბის 100% წარმოებულია ისეთ ფერმებში, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ წყალს, ენერგიასა და ქიმიურ პესტიციდებს. IKEA 700,000-ზე მეტი მზის პანელს ფლობს, რომლებიც მათ მაღაზიებს ენერგიით ამარაგებენ. მალე დიდ ბრიტანეთში ისინი მზის პანელების გაყიდვასაც გეგმავენ. 2012 წელს კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2020 წლისთვის მათი მიზანია მოიხმარდნენ მხოლოდ განახლებად ენერგიას.

 

2. Unilever - ბრიტანულ-ნიდერლანდური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დასახელების საკვებისა და სასმელ, ასევე დასუფთავებისა და პირადი ჰიგიენის პროდუქტებს.

Unilever-მა გარემოს დასაცავად ინვესტიციებზე მეტი გააკეთა - მათ მდგრადი განვითარება თავიანთი კორპორატიული იდენტობის ნაწილად აქციეს. კომპანიისმდგრადი ცხოვრების გეგმა“ (Sustainable Living Plan) მოიცავს კონკრეტულ მიზნებს მიწოდების ჯაჭვის, წარმოების, წყლისა და ენერგიის გამოყენების, მომმარაგებლებთანა და იმ საზოგადოებებთან ურთიერთობის კუთხით, სადაც ისინი საქმიანობას ეწევიან. 2010 წელს, როდესაც პირველად დაიწყეს ამ კუთხით მუშაობა, კომპანიის CEO-, პაულ პოლმანმა განაცხადა, რომ უახლოესი 10 წლის ვადაში მათ სურდათ გაეორმაგენიბათ საქმიანობა და ამავდროულად გაენახევრებინათ ის ზემოქმედება, რაც მათი კომპანია გარემოზე ახდენდა (იგულისხმება უარყოფითი ზემოქმედება). 2015 წელს მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ჯილდოც კი მიიღეს ამ მიზნის მიმართ პროგრესირებისთვის. 

 

3. Panasonic - ტექნიკის მულტინაციონალური კომპანია.

გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებული აქტივობებისთვის გამო პანასონიკი არ იღებს ისეთ დიდ აღიარებას, როგორც სხვა კომპანიები, თუმცა ის ყოველთვის იმსახურებს სფეროს ექსპერტების აღნიშვნას. სხვების მსგავსად, ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით, პანასონიკსაც ამბიციური მიზნები აქვს. ეს შეეხება, როგორც ენერგიის ეფექტიან მოხმარებას, ასევე მის აღდგენას. ამასთან ერთად, ისინი ფოკუსირებული არიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დამზადებაზე. რა განასხვავებს მათ სხვა კომპანიებისგან? ის, თუ როგორ ახერხებენ, რომ მდგრადი განვითარება ინტეგრირებული იყოს მათ ყოველდღიურ აქტივობებთან. მაგალითად, კომპანიამ ოფისის ადგილმდებარეობაც კი შეცვალა და ის, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში, ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობდა, ცენტრალურ ადგილას, LEED-სერთიფიცირებულ (Leadership in Energy and Environmental Design) შენობაში გადმოიტანეს, რათა მათ თანამშრომლებს ნაკლებად გამოეყენებინათ ავტომობილები სამსახურში მისასვლელად და, შესაბამისად, შეემცირებინათ გამონაბოლქვის უარყოფითი გავლენა გარემოზე.

გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში, თქვენ რომელ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს იცნობთ, რომლებიც საინტერესო ცვლილებებს ახორციელებენ გარემოს დასაცავად?

(გამოყენებულია www.wikipedia.com, www.virgin.com)

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->