• სტატიები ბიზნესი
10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლისთვის ახლა სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვნად მიჩნეული უნარ-ჩვევების 35% განსხვავებული იქნება. 


მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია კლასიკური წარმოების ციფრულ ტექნოლოგიებთან შერწყმას გულისხმობს და უკვე მრავალ სიახლეს გვთავაზობს, დაწყებული მაღალგანვითარებული რობოტებით, ხელოვნური ინტერექტით და დამთავრებული ბიოტექნოლოგიით. ამასთან ერთად, ის ცვლის იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ძალიან ბევრი პოზიცია და როლი რაც ახლა არსებობს, თანდათან არარელევანტური გახდება, გაჩნდება უამრავი ახალი საჭიროება დასაქმების ბაზარზე. ამასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვლება ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭირო იქნება განვითარების ამ ტემპისთვის ფეხის ასაწყობად. 


მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ადამიანური რესურსების მართვისა და სტრატეგიის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალები. მათ უსვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია დასაქმების ბაზარზე, მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებსა და რეკრუტინგის პროცესებზე სხვადასხვა ინდუსტრიაში.   


ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს მთავარ ცვლილებებს ტოპ ათი უნარის სიაში 2015-2020 წლებში. 

რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ?


კრეატიულობა უნარების ტოპ სამეულში გადაინაცვლებს. ახალი პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და მუშაობის გზების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სარგებლიანი გახდება შემოქმედებითობის უნარი. 
რობოტები დაგვეხმარებიან უფრო სწრაფად მივაღწიოთ დანიშნულების ადგილს, მაგრამ ისინი (ჯერ) ვერ შეძლებენ იყვნენ ისეთივე კრეატიული, როგორც ადამიანები. 
რაც შეეხება მოლაპარაკებისა და მოქნილობის უნარებს, ისინი უფრო დაბლა ჩამოინაცვლებენ პრიორიტეტული უნარების სიაში, ვინაიდან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დიდი მონაცემების დამუშავება ბევრად უფრო ადვილი გახდება, რაც შესაბამისად შეცვლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს.  
სიიდან გაქრება აქტიური მოსმენის უნარი, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ემოციური ინტელექტი კი, რომელიც ახლა საერთოდ არ არის სიაში, მე-7 ადგილს დაიკავებს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი გახდება. 

ეს სიახლეები და ტრანსფორმაცია არ მოიცდის, ამიტომაც მნიშვნელოვანია ბიზნესლიდერებმა, განათლების სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, მთავრობებმა და თითოეულმა ჩვენგანმა გაითვალისწინოს ეს ცვლილებები და უზრუნველვყოთ საჭირო უნარების განვითარებას. 

მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.weforum.org/reports/the-future-of-jobs

ნათარგმნია საიტიდან: www.weforum.org

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->