• სტატიები ბიზნესი
"პალიტრა L"-მა პროექტ "ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია გამართა

"პალიტრა L"-მა პროექტ "ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია გამართა

UP Down

3 ივლისი / 2015

Play

Mute

Loaded: 0%

Progress: 0%

Remaining Time-0:00

Fullscreen"პალიტრა L"-მა ახალი პროექტის, "ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია გამართა. როგორც "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა სოფო საყევარიშვილმა განაცხადა, "ლურჯი ოკეანე" არის ახალი მიმართულება - ბიზნეს ლიტერატურა ქართულ ენაზე. 

"ჩვენ უკვე გამოვეცით ცნობილი ბიზნეს ქოუჩის გაყიდვების გურუს "შეჭამე ბაყაყი". მომავალშიც ვაპირებთ, როგორც ამ ავტორის, ასევე, სხვა ცნობილი ბიზნეს ტრენერების წიგნების გამოცემას. ასევე, ამერიკაში და მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნეს ლიტერატურის გამომცემლის, FOR DUMMIES ქართული ვერსიის გამოცემას. უკვე გამოვეცით ორი წიგნი ამ სერიიდან. ეს არის "სამუშაოს ძიება მარტივად" და "მართვა მარტივად". მომავალში შემდეგი ორი წიგნი იქნება "მარკეტინგი მარტივად" და "გაყიდვები მარტივად". ყველას ვურჩევთ, რომ თვალყური ადევნონ ამ პროექტს", - აღნიშნა სოფო საყევარიშვილმა. 

პროექტის გასაცნობად "პალიტრა მედია" ჰოლდინგის ვერანდაზე მარკეტინგისა და პიარ მენეჯერები, ცნობილი ქართველი ბიზნეს ტრენერები და ბიზნეს სკოლების დეკანები შეიკრიბნენ, სადაც მათ დახვდათ ბიზნესლიტერატურის ახალი ბიბლიოთეკა, კომფორტული გარემო, სასიამოვნო მუსიკა და ლურჯი კოქტეილი.  როგორც საქართველოში ბრაიან ტრეისის ვიზიტის ინიციატორმა და ორგანიზატორმა, ბიზნეს ტრენერმა გუგა კობახიძემ განაცხადა, ბრაიან ტრეისი ერთ-ერთი მოთხოვნადი და ცნობადი ტრენერია, რომელსაც ძალიან კარგი წიგნები აქვს. 

"რაც შეეხება წიგნს "შეჭამე ბაყაყი", ეს ბრაიან ტრეისის ერთ-ერთი ბესთსელერია, ერთ-ერთი კარგად წასაკითხი წიგნია, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც არის დროის მართვა და დროის მენეჯმენტი. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველა ადამიანის ბიბლიოთეკაში უნდა აღმოჩნდეს. მიმაჩნია, რომ იმდენად გადატვირთული რთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, გვჭირება დროის კარგად მართვა. "პალიტრა L"-ს ვულოცავ ამ ყველაფერს, რადგან ქართულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა", - განაცხადა გუგა კობახიძემ. 

ბიზნეს კონსულტანტ დავით კენჭაძის განცხადებით, ძალიან სასიხარულია, რომ "პალიტრა L"-მა პროექტი "ლურჯი ოკეანე" დაიწყო. "რეალურად ბაზარზე არის მოთხოვნა საქართველოში ქართულ ბიზნესლიტერატურაზე. ჩემი სტუდენტების უმრავლესობა მთხოვს, რომ იქნებ მირჩიო რამე ქართული ლიტერატურა ბიზნესზე. ახლა ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა. ზოგადად, ბიზნესლიტერატურას ჭირდება გამოყენება, ანუ როდესაც წაიკითხავ ამ წიგნს, მერე აუცილებლად უნდა შეეცადო, რომ დანერგო ის რაღაცეები, რაც არის მოცემული. მართალია ყველაფერი ქართულ რეალობაზე არ იქნება მორგებული, მაგრამ იმისათვის, რომ მივხვდეთ რა არის ქართული რეალობისთვის შესაბამისი და რა არა, უნდა სცადოთ. თუ ადამიანს უნდა, რომ გახდეს წარმატებული, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოს წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომელიც წარმოადგენს ბიზნეს წიგნების მუდმივ კითხვას და პრაქტიკაში მათ დანერგვას", - განაცხადა დავით კენჭაძემ. 

"პალიტრა L" მომავალშიც გააგრძელებს ბიზნეს ლიტერატურის გამოცემას დამწყებთათვის და პროფესიონალებისთვის.

წყარო: www.bpn.ge

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->