• სტატიები ბიზნესი
პალიტრა მედია ჰოლდინგის ვერანდაზე ბიზნესმიღება გაიმართება

დღეს, 2 ივლისს საღამოს 8:30 საათზე, პალიტრა მედია ჰოლდინგის ვერანდაზე ბიზნეს მიღება გაიმართება 

"ლურჯი ოკეანე” - ასე ქვია პროექტს, რომელიც ქართულ ენაზე ბიზნეს ლიტერატურის გამოცემას გულისხმობს. 

ამ პროექტის გასაცნობად დღეს პალიტრა მედია ჰოლდინგის ვერანდაზე მარკეტინგისა და პიარ მენეჯერები, ცნობილი ქართველი ბიზნეს ტრენერები და ბიზნეს სკოლების დეკანები შეიკრიბებიან, სადაც მათ დახვდებათ ბიზნესლიტერატურის ახალი ბიბლიოთეკა, კომფორტული გარემო, სასიამოვნო მუსიკა და ლურჯი კოქტეილები. 
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა საქართველოში ბრაიან ტრეისის ვიზიტის ინიციატორი და ორგანიზატორი, ბიზნეს ტრენერი გუგა კობახიძე და ასევე, ცნობილი ქართველი სპიკერი და ბიზნესტრენერი, "ლურჯი ოკეანის" ერთ-ერთი კონსულტანტი დავით კენჭაძე.

პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამომცემლობა "პალიტრა L" -მა უკვე ორი წიგნი გამოსცა: ცნობილი ამერიკელი ბიზნეს ტრენერისა და გაყიდვების გურუს, ბრაიან ტრეისის ,,შეჭამე ბაყაყი” და მსოფლიოში ბიზნეს ლიტერატურის ყველაზე დიდი გამომცემელი კომპანიის მასშტაბური პროექტის FOR DUMMIES ქართული ვერსია - "მარტივად". მომავალში გამომცემლობა ბიზნეს ლიტერატურის გამოცემას დამწყებთათვის და პროფესიონალებისთვის კვლავაც გვპირდება, რომლის შესახებ დღეს საღამოს მოწვეულ სტუმრებს გააცნობს.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->