• სტატიები ბიზნესი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და პალიტრა L-ის ერთობლივი ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა

მისასალმებელია, რომ ეს აქტივობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იმართება "- ალექსანდრე ჯეჯელავა 
ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრ ”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა თემაზე ”მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში” . ღონისძიება ”პალიტრა L”-ის პროექტ ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში ჩატარდა. ვორკშოპის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებს გაუძღვნენ საქართველოს წამყვანი ტრენერები და ბიზნეს კონსულტანტები: დავით ჩიკვაიძე - ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი, დავით კენჭაძე - ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი, ვანო ნადირაძე - ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი.

ვორკშოპი გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტის ლექტორები და ყველაზე რეიტინგული სტუდენტები.

bpnპროექტი „ლურჯი ოკეანე“ ეს არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.
პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“ დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - „მარკეტინგული ომები“ და სხვა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, საკითხები, რაზეც ვორკშოპზე იყო საუბარი, მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პროექტი ”ლურჯი ოკეანე” საქართველოში ბიზნეს-განათლებას შეუწყობს ხელს. 

”ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციას დავესწარით, ეს არის ”ლურჯი ოკეანე”, რაც გულისხმობს მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას, რაც გარკვეული აზრით ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ჩვენ თუ ქართულად გვექნება მსოფლიოს საუკეთესო ავტორების ბიზნეს წიგნები, მაშინ ბიზნეს განათლების თვალსაზრისით ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, ასევე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისითაც. ასევე მისასალმებელია, რომ ეს აქტივობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იმართება, რომელიც ახალი გახსნილი უმაღლესი სასწავლებელია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის უახლოეს მომავალში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი გახდება” - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პროექტ ”ლურჯი ოკეანეს” ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ბიზნესლიტერატურის გამოცემა. bpn

”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - ჩვენს უნივერსიტეტში მუდმივად გაიმართება მსგავსი თემატიკის WorkShop-ები და ბიზნეს ლიტერატურის მუდმივ განახლებული გამოცემების პრეზენტაცია. ჩვენს სივრცეში განახლებადი, ბიზნესლიტერატურის წარდგენა მოხდება. ”ლურჯი ოკეანე” კი არის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობის ამაღლების კუთხით", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 
“პალიტრა L”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ზაქრაძის თქმით, ვორკშოპის მთავარი თემა იყო მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში.

”პროექტი ”ლურჯი ოკეანე” არის გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიმართულება, რომელიც ბიზნეს ლიტერატურის, ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე თარგმანს გულისხმობს. ეს ღონისძიება, ვორკშოპი იმართება ამ პროექტის ფარგლებში. მთავარი თემა არის მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში”, - განაცხადა ნათია ზაქრაძემ. 

”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ”პალიტრა L”-ის გამომცემლობასთან, მომავალში უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლების სისტემით და ასევე სხვა შეღავათებით ”პალიტრა L”-ის გამომცემლობის მიერ გამოცემულ ბიზნესლიტერატურაზე.

წყარო: www.bpn.ge

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->