• სტატიები მენეჯმენტი
ნაპოლეონ ჰილი

ოლივერ ნაპოლეონ ჰილი (1883-1970) − ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც მკითხველს თვითგანვითარების მიმართულებით საინტერესო ხედვები შესთავაზა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Think and Grow Rich (1937) ყველა დროის ბესტსელერების სიაშია. მის სიცოცხლეშივე წიგნის 20 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ჰილი წერდა თვითრწმენასა და მის როლზე პიროვნების განვითარებაში. მისი ნაშრომები უამრავი წარმატებული ადამიანის სამაგიდო წიგნებად იქცა. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოთქმაა: „რასაც ადამიანი ჩაიფიქრებს და ირწმუნებს, მას აუცილებლად მიაღწევს“ (What the mind of man can conceive and believe, it can achieve). მისი წიგნებით ნაპოლეონ ჰილი სწორედ მიზნების მიღწევის ფორმულას გვთავაზობს.

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->