• სტატიები მენეჯმენტი
JOB FEST 2017 - ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის

25 ივნისს, 13:00-17:00სთ,თბილისის ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ფესტივალი, JOB FEST 2017 გაიმართება. რომელშიც მონაწილეობას 80-მდე დამსაქმებელი და 18-დან 29 წლამდე ასაკის 1 900-მდე ახალგაზრდა მიიღებს. 

პროექტი ქალაქ თბილისის მერიის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც 700-ზე მეტი ვაკანსიით იქნებიან წარმოდგენილი. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სივრცეს პალიტრა მედიას ბიზნესლიტერატურის პროექტი, „ლურჯი ოკეანე“ დაიკავებს. სადაც ცნობილი ბიზნესტრენერები ახალგაზრდებს წარმატების მიღწევის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

სპიკერების განრიგი ასეთია:

14:00 საბა ჩიხლაძე - პალიტრა მედიას ბიზნესკონსულტანტი, თემა: გზა თვითრეალიზაციისკენ
14:30 მარიკა დარჩია - PR სპეციალისტი, პალიტრა მედიას კრეატიული დირექტორი.თემა: "გავაღოთ სარკმელი"
15:00 თორნიკე გურული - მარკეტერი, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი. თემა: "წარმატების ბოქსი"
15:30 ნინო ქიტიაშვილი - ბიზნესტრენერი, Georgian Progress Group-ის დამფუძნებელი. თემა: „საუბრის ხელოვნება“


დასაქმების ფესტივალი კიდევ ერთი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის პირდაპირ დაუკავშირდნენ დამსაქმებლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი და მიიღონ ახალი შესაძლებლობები. დამსაქმებელს კი, თავის მხრივ, ექნება საშუალება საკუთარი ბრენდი უკეთ გააცნოსახალგაზრდების ფართო აუდიტორიას.

24 ივნისი / 2017

წყარო: www.bpn.ge

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->