• ჩვენ შესახებ

„ლურჯი ოკეანე“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში უკონკურენტო პროექტია, რომელიც 2015 წლიდან სთავაზობს ქართველ მკითხველს მსოფლიო ბიზნესლიტერატურის შედევრებს მშობლიურ ენაზე. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და ამ გზით ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობას.

საკუთარი შეხედულებების მუდმივი განახლება, ფაქტებზე აგებული აზროვნება, ემოციური ინტელექტის განვითარება, თვითშემეცნება და ადამიანებზე ფოკუსირებული ბიზნესის კეთების უნარი - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევადაა საჭირო და რომლის განვითარებაშიც „ლურჯი ოკეანის“ პროექტის ფარგლებში გამოცემული თითოეული წიგნი დაგეხმარებათ.

იკითხეთ „ლურჯი ოკეანე“, იმოგზაურეთ საკუთარი (ქვე)ცნობიერის სიღრმეებში და იპოვეთ პასუხი კითხვაზე „რატომ?“. პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნები თანაბრად საინტერესოა როგორც დამწყები პროფესიონალების, ისე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.

 

+
<-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics -->